|
პატრიარქის ვიზიტი ქუთაისში.
2010 წლის 3 ივნისს ქუთაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეწვია. მას ქალაქის შემოსასვლელში და ღვთისმშობლის ხარების ტაძართან სამღვდელოება და ასობით ადამიანიდახვდა
. პატრიარქმა მოილოცა ხარების ტაძარი და მოინახულა გელათის სასულიერო აკადემია.
„ მოგესალმებით და გლოცავთ ყველას. მოგესალმებით თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე კალისტრატე! მე ბედნიერი ვარ . საოცარი ცვლილებები დამხვდა აქ და ძალიან მიხარია, რომ ქუთაის გაენათის ეპარქიაში სულიერი ცხოვრება აღმავლობის გზაზეა და ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, რაც მეუფე კალისტრატეს და სამღვდელოების თავდადებული შრომის შედეგია.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მეუფე კალისტრატეს ღვაწლი გელათის სასულიერო აკადემიის აღორძინების საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ თუ დღეს ფუნქციონირებს აკადემია, ეს მეუფის დიდი დამსახურებაა.
მიხარია, რომ კარგად დაწყებულ საქმეს ამჟამად წერმატებით აგრძელებს დეკანოზი მიქაელ გალდავა. ის სულ რამდენიმე თვეა რაც აკადემიის რექტორად დაინიშნა და მე უკვე ბევრი კარგი რამ მსმენია მასზე და აქ მიმდინარე პროცესებზე“ – აღნიშნა უწმინდესმა და დეკანოზი მიქაელ გალდავა მეორე– გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
. პატრიარქმა დატოვა ქუთაისი და დაგვპირდა, რომ უახლეს მომავალში კვლავ გვეწვევა გელათის და მოწამეთას განახლებულ სამონასტრო კომპლექსების და სხვა ახლადაშენებული და მშენებარე ტაძრების მოსალოცად და მოსანახულებლად.
მოგაწოდებთ ფოტომასალას ამ დღის შესახებ.
|