ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
ქუთაისის ეპარქიის ეკლესია–მონასტრები. (ეპარქიის საიტიდან)
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

შეკითხვა მოძღვარს


კითხვებზე პასუხებს გაგცემთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
მღვდელი ალექსი (სინაურიძე )



აქ ჩაწერეთ თქვენი შეკითხვა


შეკითხვა : –რატომ არის აუცილებელი მარხვის დაცვა?

პასუხი: ––მარხვა, როგორც ეკლესია გვასწავლის, არის სულსა და სხეულს, გონებსა და გრძნობას შორის ჰარმონიის აღდგენის საშვალება. მარხვა ზრდის ადამიანის სულიერი თავისუფლების შესაძლებლობებს, ხდის მას გარეგნული ფაქტორებიდან უფრო დამოუკიდებელს და მინიმუმამდე დაჰყავსმისი ქვენა მოთხოვნილებები. მარხვის საშვალებით ადამიანი საეკლესიო ღვთისმსახურების რიტმში ერთვება, ხდება უფრო სულიერი და ექმნება ლოცვითი განწყობა. როგორც ძველ ისევე ახალ აღთქმაში მარხვა უამრავჯერაა ნახსენაბი, ჯერ კიდევ სამოთხეში პირველ ადამიანებს ღმერთმა მისცა ცნება მარხბვისა. თავად უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ნათლისღების შემდეგ იორდანეს უდაბნოში უმკაცრესი მარხვა შეინახა. ამით მან არათუ სიტყვით არამედ საქმითაც იქადაგა მარხვის აუცლებლობა. სახარებაში არის ადგილი, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ არსებობს ბოროტ სულთა შორის ერთ-ერთი უბოროტესი, რომელიც მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდებნება. მარხულობდნენ მოციქულები, წინასწარმეტყველები... ასე რომ მარხვის დაცვა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისათვის და ის გვჭირდება ჩვენ, რათა ხორციელი გულისთქმები დავიმორჩილოთ და მათგან გული განვიწმინდოთ. .

შეკითხვა : მართლმადიდებელმა ქრისტიანმა შეიძლება თუ არა ყურადღება გაამახვილოს სიზმრისეულ ჩვენებებზე და ცრურწმენაა თუ არა მათი თავისებური ახსნა?.

პასუხი: – ადამიანის სიცოცხლე ძილშიც არ წყდება და იგი არსებითად ვერც წყდება, რადგან სული უკვდავია. ეს რომ ნამდვილად ასეა, შეიძლება ითქვას სიზმრებითაც დასტურდება. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ეკლესია საერთოდ უარყოფს სიზმრებს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ამის ნათელი დასტურია, სადაც არაერთი ადგილია, როცა უფალი რჩეულებს ხილვაში ეცხადება და სიზმარში ელაპარაკებოდა თვით , ან ანგელოზთა პირით. სიზმრის ახსნის განსაკუთრებული და ზებუნებრივი ნჭი მიეცათ დანიელ წინასწარმეტყველს, იოსებს და სხვა არაერთ წმინდანს. მაგრამ რადგან ჩვენ არც იოსების და იაკობის სიწმინდე გაგვაჩნია და არც დანიელ წინასწარმეტყველის სრულყოფილება,სიზმარი კი შეიძლება ღვთისაგან იყოს და ეშმაკისაგანაც, ამიტომ ჭკვიანური იქნება წესად გავიხადოთ , რომ არ ვერწმუნოთ არანაირ სიზმარს, ხილვას. ამას გვირჩევენ წმინდა მამები და გვაფრთხილებენ, რომ ცოდვიანი ადამიანების სიზმრები სხვა არაფერია, თუ არა– ჩვენი ხორციელი გულისთქმის , ბიწიერი წარმოსახვების , უხამსი ფანტაზიების ნაყოფი და დემონთა მხრიდან ჩვენი აბუჩად აგდება. ამიტომ კეთილგონივრული იქნება, თუ საერთოდ უარს ვიტყვით სიზმართდაჯერებაზე და მათ ახსნაზე.
ამრიგად, კარგი იქნება , თუკი გაღვიძებისთანავე მოვიშორებთ და დავივიწყებთ სიზმრებს. ნურც ღამით ნანახი საშინელი , პირქუში სიზმრებით დავიმძიმებთ სულს და ნურც კეთილი სიზმრებით აღფრთოვანდებით. უკეთესი იქნება, ყოველი დილის გათენებისას მადლობა შევწიროთ ღმერთს, შევევედროთ, რომ დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრისაგან, ყოველგვარი ბოროტებისაგან; წარმართოს ჩვენი გზები მისი მადლითა და კაცთმოყვარეობით, დადვაძლიეროს რწმენაში და გვატარებინოს მისი წმინა ნება.

შეკითხვა : როგორ უნდა მივესალმოთ მღვდელმსახურს?

პასუხი: მღვდელმსახურისაგან უნდა გამოვითხოვოთ ლოცვა–კურთხევა.
როდესაც ვხვდებით მღვდელმთავარს, ჩვეულებრივად ვესალმებით, ხდება ასე: „ დამლოცე (ან მაკურთხე) , მეუფეო“, ხოლო მოძღვართან შეხვედრისას ვამბობთ : „ დამლოცე (ან მაკურთხე) მამაო“.

შეკითხვა : –ჩემმა დამ და ერთმა ბიჭმა მონათლეს ერთი ბავშვი, თუ არსებობს რაიმე ნათესაური კავშირი ჩვენს შორის და თუ შეიძლება იმ ბიჭთან შექმნა ოჯახი?

პასუხი: –სისხლით ნათესაობა იყოფა სამად:
1.აღმავალი( მამა, პაპა, პაპის მამა, ბებია, ბებიის დედა და ა.შ.)
2.დაღმავალი იგივე შთამომავალი( შვილი, შვილის შვილი, შვილთაშვილი და ა.შ.)
3.გვერდგანმავალი ( ჩემი ძმა, და, ბიძაშვილი,მამიდაშვილი და ა.შ.)
აღმავალ და დაღმავალ სისხლით ნათესავებს შორის ჯვრის წერა დაყენებულია (აკრძალულია) ყველა ხარისხში.
მეექვსე მსოფლიო კრების 53–ე კანონის მიხედვით ნათლობით ნათესავობა სისხლით ნათესავობაზე უფრო მნიშვნელოვნად ითვლება. სულიერი ნათესავობა ნათელ მირონობით მყარდება. ნათლია ნათლულის მამისათვის ძმად ითვლება და მათ შორის ნათესავობის იგივე ხარისხია , რაც ღვიძლ ძმებს შორის. ნათესაობის ათვლა ნათლობით განსაზღვრული ნათესავობის დროს ხდება როგორც აღმავალი, მაგრამ გვერდგანმავალი ხაზით მას იმდენი ყურადღება არ ექცევა. ქორწინება აკრძალულია აღმავალ და დაღმავალ ნათესავებს შორის მე–8 ხარისხამდე. მაგალითები: 1. ერთი კაცის მიერ მონათლული ქალ–ვაჟის ქორწინება არ შეიძლება, რადგან ერთი სულიერი მამისაგან აღმოშობილი არიან წმინდა ემბაზისაგან. 2. თუ ქალმა და ვაჟმა მონათლეს ბავშვი, მათ შორის ქორწინება იკრძალება. ჩემი ძმისშვილი შეირთავს ჩემგან მონათლულ ქალსა, მაგრამ ჩემი შვილი ვერ შეირთავს ჩემგან მონათლულ ქალსა. ასე, რომ თქვენს შემთხვევაში ქორწინება საეკლესიო კანონმდებლობით ნებადართულია.

შეკითხვა : –როდის შემოვიდა ახალი სტილის კალენდარი და რატომ აცხადებს მას მართლმადიდებელი ეკლესია მცდარად და არაკანონიკურად?

პასუხი: –სხვადასხვა ერები ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: მაგ: 1მარტს, 25 მარტს, 1 სექტემბერს, 23 სექტემბერს, 1 დეკემბერს. ეკლესიური ახალი წელი 14 სექტემბერია – ამ დღეს ეკლესია ლოცავს და აკურთხებს გვირგვინს წელიწადისა. ძველი წელთაღრიცხვის 153 წელს დაიწყო და გამოიკვეთა ახალი წლის 1 იანვრიდან აღნიშვნა და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ამ დღეს იწყებდნენ სამსახურს ახლადდანიშნული რომაელი სენატორები. თვის სახელწოდება – იანვარი კი იანუსის , ორთავიან კერპს უკავშირდება. 1 იანვარს ხდებოდა კერპთაყვანისცემა, იმართებოდა სისხლიანი მსხვერპლშეწირვები.იმართებოდა გარყვნილი ორგიები. – წარმართებს მიაჩნდათ ( ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე წარმართის მსგავსად) ,რომ როგორც ჩაატარებენ ამ დღეს, ისევე იქნებოდა მათთვის მთელი წელიწადი. მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით ხელმძღვანელობდა და დღესასწაულებსაც ამ კალენდრით აღნიშნავდა. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს ვატიკანში გამოცხადდა, რომ იულიუსის კალენდარი არის მცდარი და მოძველებული და შემოიღეს ცრუ პაპის გრიგოლ მეცამეტეს ე.წ. გრიგორიანული კალენდარი. (კურიოზია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მიხედვით თავთა მოციქულთა პეტრე–პავლეს მარხვა შესაძლებელია საერთოდ დაიკარგოს საეკლესიო კალენდარიდან) დღეს ზოგიერთები გვარწმუნებენ, რომ ეს კალენდარი ევროპამ სიხარულით მიიღო, რაც სიცრუეა და ისტორიაც სხვა რამეს გვეუბნება. ახალი კალენდარი ევროპაში ცეცხლითა და მახვილით ვრცელდებოდა, რასაც უამრავი ადამიანის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სიცოცხლე შეეწირა. უკვე აპირებენ ახალი ე.წ. უნივერსალური კალენდარის შემოღებას, რომელიც თითქმის მზად არის და როგორც გვარწმუნებენ მალე ამოქმედდება. ამ კალენდარის მიხედვით ყოველი ქრისტიანული დღესასწაული ფიქსირებული, უძრავი იქნება, რაც თავისი შინაარსით პირდაპირ ეწინააღმდეგება ნიკეის მსოფლიო კრების დადგენილებას, ე.ი. საეკლესიო კანონმდებლობას და რაც უამრავ სხვა ფაქტორთან ერთად პირველი ნიშანია ანტიქრისტეს მოსვლისა. სამწუხაროდ ზოგიერთმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ ( მაგალითად საბერძნეთმა) სხვადასხვა მოსაზრებათა გამო მიიღო ახალი სტილის კალენდარი, მაგრამ უმეტესი მართლმადიდებელი ქვეყნებისა, მაგ: საქართველო, სერბეთი, რუსეთი, ათონის მთის მონასტრები ძველი სტილის კალენდრის ერთგული რჩება. მოგეხსენებათ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა სხვადასხვა ფაქტორით განისაზღვრება, ის მოძრავია, მაგრამ სწორედ აღდგომის კვირის ყოველ დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე სასწაულებრივად გადმოსული ზეციური ცეცხლი კიდევ ერთხელ გვიდასტურებს და გვარწმუნებს , რომ ჩვენი კალენდარიც სწორია და რწმენაც ჭეშმარიტი.

შეკითხვა : –როგორ უნდა შეხვდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ე.წ. ახალი სტილით ახალ წელს – 1 იანვარს?

პასუხი: –რადგან 7 იანვრამდე მარხვაა, ამიტომ 1 იანვარს ყველა მართლმადიდებელი მარხვით, ლოცვით, თვისთა ცოდვათა განცდით, ყოველგვარი გასართობისაგან თავის შეკავებით ( თუმც ალბათ გულში ქრისტეშობის– მაცხოვრის დაბადების დღესასწაულის მოლოდინის სიხარულით ) უნდა ხვდებოდეს. ძველად ქართველები იანვარს ქრისტეშობის თვედ მოიხსენიებდნენ და ერთმანეთს შობა–ახალ წელს ულოცავდნენ – ე.ი ჯერ შობას , მერე ახალ წელს. ერთ–ერთ თავის ქადაგებაში უწმინდესმა და უნეტარესმა,სრულიად საქართველოს კათაიკოს პატრიარქმა ბრძანა, რომ არა თუ გასულ წელს , არამედ ყოველი გათენებული დღისთვისაც კი ხატებთან მუხლი უნდა მოიყაროს , თაყვანი სცეს და მადლობა შესწიროს უფალს ქრისტიანმა. მართალია ეს წელიწადი განსაკუთრებით მძიმე და რთული იყო ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება უარესიც ყოფილიყო და რომ რაც გვჭირს ჩვენი ცოდვების გამო გვჭირს. უფალი არასოდეს დაუშვებს ადამიანზე იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის ზიდვაც მას არ შეუძლია. ამიტომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი იმედი არასოდეს არ დავკარგოთ და ჩვენი განწყობა იყოს ასეთი „უფალო იყავნ ნება შენი“. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიწნავს , რომ ყველაფერს შევეგუოთ და თუ ამას საჭიროება მოითხოვს , ყველანი ერთად არ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ოჯახების დასაცავად. ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე მესამე წელია ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა: – 31 დეკემბერს საღამოს სამღვდელოება მთელ მრევლთან ერთად პარაკლისს აღავლენს , სადაც უფალს მადლობას ვწირავთ გასული კალენდარული წლისათვის და შევთხოვთ მას, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობიანი და დაგვიფაროს ყოველგვარი განსაცდელისაგან ჩვენ, ჩვენი ოჯახები და ჩვენი სამშობლო – საქართველო.

შეკითხვა : –ითვლება თუ არა ომის დროს ჩადენილი მკვლელობა ცოდვად?

პასუხი: –გააჩნია მოტივაციას , თუ რატომ კლავს ერთი ადამიანი მეორეს. თუ ჯარისკაცი სამშობლოს, ეკლესიას, ოჯახს იცავს და ამის გამო იძულებულია მოკლას მტერი, ეს მას ცოდვად არ ჩაეთვლება. როგორც ეკლესია გვასწავლის ამ ცოდვის გამო ღვთის წინაშე პასუხს არ აგებს, მაგრამ თუ ადამიანი იბყრობს სხვა ქვეყანას, მოროდიორობს, ძარცვავს და ამის გამო კლავს სხვა ადამიანს, ეს ცოდვაა და პირდაპირ ეწინააღმდეგება ღვთის ერთ–ერთ მცნებას „არა კაც ჰკვლა“. სიცოცხლე ღვთის მიერ მონიჭებული უდიდესი წყალობაა– ყოველ ადამიანს სწორედ სიციცხლით ეძლევა შანსი მარადიული სასუფევლის დამკვიდრებისა და ამიტომ არავის აქვს უფლება რაიმე ქვენა გრძნობების გამო მეორე ადამიანს წაართვას ყველაზე ძვირფასი, ის რაც მას უფალმა უბოძა – სიცოცხლე.

შეკითხვა : –ბევრმა ადამიანმა არ იცის , თუ როგორ , რა ფორმით უნდა მისცეს მღვდელს შესაწირი ( თანხა ) ღვთისმსახურების აღსრულების შემდეგ. ზოგი ფიქრობს, რომ მოძღვარმა უსასყიდლოდ უნდა შეასრულოს ესა თუ ის რიტუალი. რას გვეტყვით ამის შესახებ?

პასუხი: –ზოგიერთი ადამიანისათვის ეს თემა სასულიერო პირთა განსჯა – განკითხვის საგნად იქცა. ეს ნაკლებად სულიერ და არაეკლესიურ ადამიანებს ემართებათ ხოლმე ყოველთვის. არა აქვს მნიშვნელობა , რამდენს გასცემს ადამიანი ღვთისმსახურებისათვის. ამ დროს მთავარია მისი შინაგანი მდგომარეობა. მადლიერების გრძნობა იმ გაწეული სულიერი სამსახურისათვის, რასაც მოძღვარი აღასრულებს. მოძღვარი ნათლავს მირონსა სცხებს, იღებს უამრავ აღსარებას, აზიარებს, აქორწინებს, ატარებს შვიდგზის ზეთისცხებას, აღასრულებს პარაკლისებს, სპეციალურ მსახურებას გარდაცვლილთათვის ( პანაშვიდი, წესის აგება, კერძო წირვა ). ამათ გარდა , ისიც ადამიანია – იღლება, ჰყავს ოღახი, შვილები, რომლებიც უნდა არჩინოს, ხელმოკლე და ავადმყოფ სულიერ შვილებს უნდა დაეხმაროს, უნდა შეიძინოს სანთელი, სეფისკვერი, სხვადასხვა საეკლესიო ინვენტარი. თუკი ამ დროს ადამიანს არა აქვს ამის საშუალება, რომ რაღაც შესაწირი გაიღოს, გულწრფელი მადლობა მაინც უნდა უთხრას ხოლმე მას. ( აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში , განსხვავებით თუნდაც საბერძნეთისაგან, ღვთისმსახურებს ოფიციალური ხელფასი არა აქვთ დანიშნული და ისინი მთლიანად შემოწირულობებზე არიან დამოკიდებული). ზოგიერთი ნათლობას, ქორწინებას გადადებს ხოლმე იმის გამო, რომ დიდ სუფრას ვერ შლის, ე. წ. ეკონომიას კი სანთელსა და შესაწირავზე აკეთებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს , ეს უფრო შეძლებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე! სიძუნწე იუდას ცოდვაა. პავლე მოციქული თავის ქადაგებაში პირდაპირ მიგვითითებს , რომ ტრაპეზის მსახური ტრაპეზმა უნდა არჩინოს და ყოველი მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოძღვარი მოითხოვდეს ხოლმე ამა თუ იმ მსახურებისათვის რაღაც გარკვეულ გასამრჯელოს. ძველი აღთქმის ეკლესიაში ყოველი ადამიანი ვალდებული იყო თავისი მონაგების მეათედი მიეტანა ტაძარში. დღეს ასე აღარ ხდება, მაგრამ ადამიანებს თავად უნდა ანიჭებდეთ სიხარულსა და სიამოვნებას ტაძარში შესაწირავის გაღება. საბედნიეროდ , შეიძლება ითქვას , დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი ასეთი ადამიანია ( ამის კარგი მაგალითია ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი , რომელიც მთლიანად მრევლის შემოწირულობებით აიგო). რაც შეეხება თანხის გაღების ფორმას, ამისათვის ყველა ეკლესიაში არსებობს შემოწირულობების ყულაბა და მასში ჩადებული შემოსაწირი არავითარ უხერხულობას არ იწვევს არც მოძღვრის და არც შემომწირველისათვის.

შეკითხვა : –ზოგი ადამიანი უზომოდ სვამს, რითაც საკუთარ თავსაც ვნებს და ოჯახის წევრებსაც. რამდენად დიდი ცოდვაა ეს და როგორ უნდა მოიქცნენ მათი ახლობლები?

პასუხი: ––მემთვრალეობა ჩვენი დროის საშინელი სენია. ზოგიერთი ადამიანი მემთვრალეობით ( მემთვრალეობაში ნარკომანიაც იგულისხმება) თითქოსდა ცდილობს რეალურ ცხოვრებას მოწყდეს და ე.წ. თავის სამყაროში იცხოვროს. ღვინო ახალისებს გულსა კაცისასა – ამბობს თავის ფსალმუნში დავით მეფე. ეს იმას ნიშნავს. ეკლესია ღვინის ზომიერად მიღებას არავის უკრძალავს. არის დღესასწაულები როცა სასურველია ადამიანმა ღვინო მიიღოს.( მაგალითად აღდგომა, შობა.), ოღონდ არა განუსაზღვრელი რაოდენობით. . ქართულ სუფრას უდიდესი ტრადიციები გააჩნია. ქართულ სუფრაზე ნათქვამი სადღეგრძელო, თუ კარგად დავაკვირდებით, იგივე აღვლენილი ლოცვაა ღვთის წინაშე. ქართველი კაცი უფალს ადიდებს, ანგელოზებსა და წმინდანებს შემწეობას სთხოვს, გარდაცვლილებს სასუფეველს უსურვებს და ა. შ. მემთვრალეობა კი სულ სხვა რამეა – აქ ადამიანისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს ამ წესსა და ტრადიციას, მისთვის მთავარია თრობა და მეტი არაფერი. „ ნუ დაითვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა“ – გვარიგებს პავლე მოციქული. – მაგრამ ამ სიტყვებით ის, რა თქმა უნდა, არ გვირჩევს მოვიძულოთ ღვინო – არამედ , შეგვაგონებს , რომ შორს დავდგეთ მემთვრალეობისაგან. ეს ის სენია, რომლის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ადამიანს საკუთარი ნება აღარა აქვს და ის მთლიანად ბოროტისნების გამტარებელი ხდება– ე.ი. აღარ ხდება ადამიანისა და უფლის თანხვედრ, – სინერგია. არავინ ისეთი თავაზიანი არ არის ეშმაკთან, როგორც მთვრალი, რადგან ისე არავინ არ აღასრულებს მის ნებას– როგორც ლოთი.
ღვინო ღვთიური სასმელია, ამიტომ მისი ზომიერად სმა კი არიკრძალება, არამედ თრობა, რომელიც ყველა სამარცხვინო საქმისა და ავხორცობის დედაა.
უზომოდ მთვრალ ადამიანს წესიერ ოჯახშიც კი არ უშვებენ, არა თუ ცათა სასუფეველში – გვასწავლიან წმინდა მამები.
არსებობს სპეციალური ლოცვები მემთვრალეობის ( ნარკომანიის ) წინააღმდეგ, რომლებიც მათ თავიანთი ახლობლებისათვის უნდა იკითხონ , მოიხსენიონ წირვაზე, პარაკლისზე როგორც უძლურებაში მყოფნი, ილოცონ საკუთარი სიტყვებით. ღმერთი სიყვარულითა და გულით აღვლენილ ნებისმიერ სიტყვებს შეისმენს. ამქვეყნად არ არსებობს ისეთი უძლურება , რომლის განკურნებაც , რა თქმა უნდა ღვთის შეწევნით, შეუძლებელი იყოს.

შეკითხვა : ––როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი ეკლესიურად და როგორ უნდა ჩავუნერგოთ ღვთის სიყვარული, მისდამი მოწიწება?

პასუხი: –– ბავშვს მშობლებმა პატარაობიდანვე უნდა ასწავლოს ეკლესიური ცხოვრების ანა–ბანა. მუხლის მოდრეკა ჯვრის და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა , პირჯვრის სწორად გამოსახვა. დაწყებითი ლოცვები , მღვდელმსახურთან მისალმება – მათგან ლოცვა – კურთხევის აღება. ხშირად უნდა დავასწროთ ღვთისმსახურებას და ვასწავლოთ ტაძარში ქცევის წესები, სანთლის დანთება. , ხშირად ვაზიაროთ, უფროსებმა მათი ხელით უნდა გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი. ყველაზე კარგი მაგალითი კი თავად მშობელი უნდა იყოს – თუ ბავშვი ხედავს მშობლის ღვთისნიერ ცხოვრებას, მის მუხლმოდრეკილ ლოცვას,მარხვას, კეთილ საქმეებს სიმდაბლეს, სიმშვიდეს სხვადასხვა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, – არ შეიძლება ყოველივე ამან მასზე დადებითად არ იმოქმედოს.


შეკითხვა : ––სამწუხაროდ ჩვენს დროში ხშირია კონფლქტები მშობლებსა და შვილებს შორის. რა მოვალეობანი აკისრიათ შვილებს მშობლების წინაშე და პირიქით?

პასუხი: –– მეხუთე მცნება გვასწავლის : „ პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. განუსაზღვრელია მშობლების ამაგი შვილებზე. შვილის გაზრდის უკან უამრავი განსაცდელი და თეთრად გათენებული ღამეა. ამიტომ ყოველი შვილი ვალდებულია პატივი მიაგოს მშობლებს, მაგრამ ეს პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს. ხშირად მშობლები მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფენ შვილებს და არ აძლევენ მთავარს – სულიერ საზრდოს. ამის შედეგია ,რომ ბავშვები იზრდებიან უხეშები, სასტიკები, არა აქვთ სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, აქედან გამომდინარე – თუნდაც პატივისცემა მშობლისა. მერე უკვირთ მშობლებს: „ მე არაფერი დამიკლია შვილისათვის, ყველაფერს ვაძლევდი რაც შემეძლო და ასეთი რატომ გამოვიდაო“. საეკლესიო სწავლებით , ჯერ კიდევ დედის მუცლიდან უნდა იწყებოდეს ბავშვის აღზრდა. ფეხმძიმობის პერიოდში დედა ხშირად უნდა დადიოდეს ეკლესიაში, ისმენდეს წირვა – ლოცვას, საგალობლებს, ამბობდეს აღსარებას, ეზიარებოდეს. უკვე მეცნიერებმაც დაამტკიცეს, რომ ნაყოფს დედის მუცელში ყოფნის დროს შეუძლია , მოისმინოს მუსიკა, იგრძნოს დედ– მამის შორის კონფლტიქტი და ა. შ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ დაწყებითი ლოცვები, ეკლესიაში ქცევის წესები, ურთიერთობა მოძღვართან, მოწყალების გაცემა, უფროსების პატივისცემა, რადგან შემდეგში მძიმე და ზოგჯერ გამოუსწორებელი შედეგები არ მივიღოთ. როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა“.


შეკითხვა : ––ხშირია შემთხვევა , როცა ადამიანს შური ეუფლება სხვათა კარგად ყოფნით ან შენაძენის მიმართ. როგორ უნდა აღმოფხვრა ან განდევნოეს ცოდვა?

პასუხი: –– ყველა ცოდვის დედა , როგორც ეკლესია გვასწავლის , არის ამპარტავნება. ამპარტავან ადამიანს თავი ყველაზე ჭკვიანი , ლამაზი, განათლებული ჰგონია. სურს , ყველა მას ემორჩილებოდეს, მის აზრს ითვალისწინებდეს. ყველაფრი მას ეკუთვნოდეს. შერის მშობელიც ამპარტავნებაა. წმინდა მამები ამბობენ, რომ შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე. ხშირად ადამიანებს ეს გრძნობა მაშინ იბყრობთ, როცა სხვის წარმატებას , თუნდაც მატერიალურს , უყურებენ. ზოგისთვის ეს ლამის ტრაგედიად იქცევა ხოლმე. იწყებენ დრტვინვას, ამ ადამიანების განკითხვას, რაც ხშირად ცილისწამებაში გადადის. ე.ი. ცოდვას ცოდვა ემატება. „ რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?“ – ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიან ადამიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. „ ალბათ იმიტომ, ,– მიუგო ბრძენმა, – რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება , ან მის მოყვასს რაიმე ბედნიერება.“. წმინდა მამები გვასწავლიან: შურიანი წუხს , როცა თავისზე აღმატებულს ხედავს და მისი თანასწორი არ არის. იტანჯება თავის თანასწორთა ხილვისას , რადგან მათზე აღმატება სურს. ასევე სწუხს თავისზე დაბლამდგომთა ხილვისას, რადგან ეშინია , რომ ისინი მას არ გაუთანასწორდნენ. ე. ი. ასეთი ადამიანი არასოდეს არის მშვიდი, მისდამი სხვის მიერ გაკეთებული სიკეთეც კი აღიზიანებს. „ მართლმადიდებლობა – ეს არა მარტო სხვისი მწუხარების გაზიარებაა , არამედ, სხვისი სიხარულით სიხარული და ბედნიერებაა“,– ბრძანა ერთ– ერთი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ..
„ ჩვენ შეგვიძლია , თავიდან ავიცილოთ შური , თუ დიდად არ ჩავთვლით არც იმას , რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, არც მიმხიბლავ დიდებას, არც სხეულის ჯანმრთელობას, არამედ – ვისწრაფვით მარადიული და ჭეშმარიტი მადლის მოსაპოვებლად“– ამბობს წმ. ბასილი დიდი.
„როცა ხედავ სიმდიდრეს ანდა დიდებას, ან საერთო ხელმწიფებას – იფიქრე იმაზე , რომ ყოველივე ეს წარმავალია, შური ამპარტავნების შვილია, შეებრძოლეთ მას და ამ სენისგანაც განთავისუფლდებით – გვმოძღვრავენ წმინდა მამები. ე.ი. შურთან ბრძოლა შესაძლებელია საკუთარ ცოდვათა განცდით და ამ ცოდვათა გამო სინანულით, საკუთარი უღირსების შეგრძნებით და თავმდაბლობით.

შეკითხვა : ––მამაო, თქვენი ლოცვა – კურთხევით ტაძარში ყველა ახალმოსული ავსებს ე.წ. პირადობის ბირათს, რაც ზოგიერთ ადამიანში გაურკვევლობას იწვევს. რა დანიშნულება აქვს ამ ბარათებს?
პასუხი: ––ჩვენი ტაძარი ღვთის შეწევნით გამორჩეულია მორწმუნეთა სიმრავლით. ალბათ ესეც არის ერთ – ერთი მზეზი იმისა, რომ ეკლესიაში ყოვერი ახალმოსული ავსებს ასეთ ბარათს , როგორსაც აქ წარმოგიდგენთ.

.

თავიდან ეს მართლაც ერთგვარ გაუგებრობას იწვევდა მრევლში, მაგრამ დღესდღეობით მე უკვე დაახლოებით ვიციჩემი სულიერი შვილების რაოდენობა, მათი ეკლესიაში მოსვლის თარიღი,ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, პროფესია, სამსახური... ბარათის მეორე მხარეს ვაკეთებ ჩემთვის აუცილებელ აღნიშვნებს. მაგალითად ვიცი ,რომ სამწუხაროდ 50– ზე მეტი ადამიანი სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ. ვინ გარდაიცვალა , ვის შვილი შეეძინა და ა. შ.
„მოძღვარმა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს სულიერი შვილის საქმიანობა, გულმოდგინება, სიმტკიცე, ცოდნა, ასაკი, ჯანმრთელობა, ზნე, განათლება, აღზრდა, გონებრივი შესაძლებლობანი“...– ამბობს ერთ– ერთ თავის ქადაგებაში ვალაამის მონასტრის სქიმ– იღუმენი იოანე.
თუ მრევლის რომელიმე წევრი დროებით არ გამოჩნდა ტაძარში , ვცდილობ დავუკავშირდე და გავარკვიო რაიმე ხომ არ შეემთხვა, ხომ არ ავადმყოფობს, შეიძლება ოჯახში ვეწვიოთ, მოვინახულოთ, ჩვენივე მრევლის ექიმი მივუყვანოთ. ადამიანები თავიანთი სიყვარულითა და პროფესიებით შეძლებისდაგვარად ეხმარედიან და გვერდში უდგანან ერთმანეთს და ამან საოცრად დააახლოვა ისინი. მეც ვცდილობ დავუკავშირდე და ყველას მივულოცო ანგელოზის და დაბადების დღეები.
ეს ბარათები რა თქმა უნდა აღსარებებთან ერთად მეხმარება ჩავწვდე ჩემი სულიერი შვილების სულიერ სამყაროს, უფრო შინაარსიანად გავითავისო მათი ტკივილი თუ სიხარული... მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ერთადერთი მიზეზი ტაძარში ასეთი ბარათების შემოღებისა.
შენიშვნა; – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლის რაოდენობა ამჟამად 2000 ადამიანზე მეტია და ღვთის შეწევნით კიდევ იზრდება.

შეკითხვა : ––შეიძლება თუ არა იმ პიროვნების მოხსენიება, ჩათვლა ნათლიად, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო , ნათლობას ვერ ესწრება?

პასუხი: –– ეს არ არის გამართლებული. წარმოიდგინეთ ქორწილი , სადაც მარტო დედოფალია და სიძე კი არ ესწრება. ნათლიები ამ დღეს უამრავ აღთქმას დებენ, რომ ისინი განაგდებენ სატანას და შეუდგებიან ქრისტეს, მათ უნდა იზრუნონ ბავშვის სულიერ აღზრდაზე. არ შეიძლება რომ არ ვიცოდეთ ნათლია სად არის, რა საქმითაა ნათვლის მომენტში დაკავებული და მოძღვარმა ის როგორც ნათლია მოიხსენიოს! ნათლობის საიდუმლო – კარია ეკლესიაში, ფაქტიურად მის მერე იწყება ადამიანის ეკლესიური ცხოვრება და ყველა უნდა ეცადოს , რომ მას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.


შეკითხვა : –– ამბობენ, რომ არ შეიძლება შვილის ნათლობაზე მშობლების დასწრება. რამდენად მართებულია ეს შეხედულება?

პასუხი: –– შეიძლება ბავშვის მშობლების დასწრება ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას. უბრალოდ არ შეიძლება მეორმოცე დღემდე დედის დასწრება ბავშვის ნათლობაზე, რადგან პირველი ადამიანების ცოდვის დაცემის შემდეგ დედაკაცი დაექვემდებარა გაუწმინდურებას და მეორმოცე დღემდე ის გაუწმინდურებულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომაც ხდება, რომ მეორმოცე დღეს ინათლება ბავშვი, თორემ მისი ნათლობა ყოველთვის შეიძლება, დაბადების დღიდანვე. მეორმოცე დღეს მოდის დედა ეკლესიაში, მას ეკითხება განწმენდის ლოცვები, ლოცვები ეკითხება ბავშვსაც ამის შემდეგ მოძღვარს შემოჰყავს ჩვილი ეკლესიაში. განწმენდის ლოცვების შემდეგ დედას შეუძლია დაესწროს ნათლობის საიდუმლოს.


შეკითხვა : –– რატომ არ შეიძლება მარხვაში ქორწინება?

პასუხი: –– ქორწინება ერთ– ერთი იმ შვიდ სადუმლოებათგანია , რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ყოველთვის ახალი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში და თან ახლავს უდიდესი სიხარული და საზეიმო განწყობილება, მრავალფეროვანი სუფრები, მუსიკა, მხიარულება და ა. შ. მარხვა კი საკუთარი ცოდვების გამო ტირილი , ამის გამო გლოვაა, ამასთანავე მარხვა ცოლ–ქმრული ურთიერთობისაგანაც თავის შეკავებას გულისხმობს. სწორედ ამის და სხვა უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით დაადგინა ეკლესიამ, რომ მარხვაში ქორწინება არ შეიძლება.


შეკითხვა : ––მოზარდ თაობას სურს არც თანამედროვე ცხოვრებას ჩამორჩეს და სულიერ ცხოვრებასაც მისდიოს. შეიძლება მათი ერთმანეთთან შეთავსება ?

პასუხი: ––ძნელია , შეათავსო ერთმანეთთან სიგარეტი და საკმეველი, როკი, რეპი და საგალობელი, გამომწვევი ჩაცმა და კდემამოსილება, ბილწსიტყვაობა და ლოცვა. ორი ბატონის მსახური ვერ იქნებით.


შეკითხვა : –– აქვს თუ არა აზრი მარხვას ტაძარში სიარულის გარეშე?

პასუხი: –– თუ ადამიანს რაიმე დაავადების გამო არ შეუძლია გადაადგილება , რა თქმა უნდა სახლში მარხვასაც აქვს აზრი, თუკი ეს მარხვა ლოცვასთანაა შერწყმული. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მორწმუნეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მოძღვართან. ამბობდეს აღსარებას, შეძლებისდაგვარად ხშირად ეზიარებოდეს. რაც შეეხება ჯანმრთელი ადამიანის მარხვას , ტაძარში მისვლის, მოძღვართან ურთიერთობის , ღვთისმსახურებაში მონაწილეობის , აღსარების და ზიარების გარეშე – ეს უფრო ე.წ. სამკურნალო შიმშილობას ჰგავს და არა მარხვას.


შეკითხვა: – რატომ აზიარებენ მომაკვდავ ადამიანებს? :

პასუხი:
–– ყოველი ადამიანი უნდა ცდილობდეს , რომ არა მარტო სიკვდილის წინ , არამედ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ხშირად გახდეს თანაზიარი უფლისა. სამწუხაროდ , ხშირ შემთხვევაში ოჯახს ეს მაშინ ახსენდება ხოლმე , როცა ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად აგონიაშია, აღარ შეუძლია აღსარების თქმა. მოძღვრის შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ა. შ. ასეთ შემთხვევაში , საეკლესიო კანონებით აღარც მოძღვარს აქვს მისი ზიარების უფლება. ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან – ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა. ადამიანი მას იღებს სულისა და ხორცის საკურნებლად და ცოდვათა მისატევებლად. ყოფილა უამრავი შემთხვევა , როცა ერთი შეხედვით თითქოს და სასიკვდილოდ განწირული ადამიანი ზიარების შემდეგ სასწაულებრივად გამიჯანსაღებულა და თუ ეს , ჯვთის განგებულებით , ყოველთვის ასე არ ხდება, ზიარების შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაშიც უდიდესია მისი მნიშვნელობა – ადამიანები თავისი სინანულისა და უფალთან თანაზიარების მეშვეობით განწმენდილი წარსდგებიან ღვთის წინაშე. ბ


შეკითხვა : –– ამ ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდების ლტოლვა ეკლესიისადმი, მაგრამ ამბობენ: ზოგისთვის სხვათა მიბაძვა და ერთგვარი „მოდის“ აყოლაა ტაძარში სიარულიო. თქვენი აზრით , რა შედეგი უნდა მოყვეს ასეთ ქცევას?

პასუხი: – ზოგი ადამიანი სინანულს მოჰყავს ეკლესიაში, ზლგი ღვთის სიყვარულს, ზოგი განსაცდელს, ზოგიერთი სხვისი მიბაძვით მოდის. დიდი მნიშვნელობა არა აქვს , ვინ როდის მიდის ეკლესიაში, მთავარია, ვინ როგორი გულით მიდის. ეკლესიის ისტორიაში უამრავი შემთხვევაა, როცა მძიმე ცოდვილი წმინდანად, ამპარტავანი თავმდაბლად, ბოროტი კეთილად მოქცეულა. ასე, რომ შეიძლება , ზოგიერთი სხვისი მიბაძვითაც მოვიდეს ეკლესიაში, დაესწროს წირვა – ლოცვას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ , ღვთის მადლით ჭეშმარიტ მორწმუნედ იქცეს. როგორც ეკლესია გვასწავლის– „ რაც წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენთვის ის შესაძლებელია ღვთისთვის“. ეკლესიური ცხოვრება არ არის წელიწადში ერთხელ ტაძარში მისვლა და სანთლის ანთება. ეკლესიური ცხოვრება – მარხვა, ლოცვა, სინანული, ხშირადზიარება, სულიერ მოძღვართან ურთიერთობაა. საქართველოს ეკლესია გამოირჩევა იმით,რომ ჩვენთან უამრავი ახალგაზრდა მოდის და მათი უმრავლესობა დიდი გულისხმიერებით ეკიდება სულიერ ცხოვრებას.


შეკითხვა 1 : ამ ბოლო დროს ხშირად გვაქვს გამოთქმები: „არასასურველი ბავშვი“.„ოჯახის დაგეგმარება“, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ ორგანიზაციებიც კი არიან ჩართული.
რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით?

პასუხი: ღმერთმა პირველი ქორწინება ჯერ კიდევ სამოთხეში აკურთხა, როდესაც დალოცა ადამიდა ევა და უთხრა მათ: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა და დაეუფლეთ მას. როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს ცოლქმრული კავშირი პირველ რიგში შვილიერებას , გამრავლებას უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ , ხშირ შემთხვევაში ოჯახური მოწყობის ეს მთავარი პრინციპი უგულებელყოფილია და მეუღლეებს შორის ურთიერთობა, მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაზეა დაფუძნებული. რაც შეეხება გამოთქმას „არასასუსველი ბავშვი“ ეს პირველ რიგში ე.წ. ოჯახის დაგეგმარებას გულისხმობს. ამ პროცესებში მართლაც არიან ჩართული სხვადასხვა საეჭვო წარმომავლობის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ , რომ საქართველო, განსაკუთრებით კი აბხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა, წარმოადგენს ე.წ.რისკის ჯგუფს . ისინი შედიან სხვადასხვა დაწესებულებებში, ინსტიტუტებში, თქვენ წარმოიდგინეთ სკოლებშიც კი, ატარებენ ლექციებს ამ თემაზე. არიგებენ ლიტერატურას, აჩვენებენ ფილმებს, უფასოდ არიგებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებეს. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ დამღუპველ აგიტაციაში აქტიურად არიან ჩაბმული ჩვენი ზოგიერთი ტელეკომპანია და პრესა. ერთი სიტყვით ეს ჩვენი შინაური და გარეული „მხსნელები“ ერთი მიზნით არიან შებყრობილი. მათ ძალიან მოსწონთ და უყვართ ჩვენი საქართველო ქართველების გარეშე და ცდილობენ ფემინისტური მოძრაობით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა ემანსიპიზაციის იდეებით და ოჯახის დაგეგმარებით მოსპონ და გაანადგურონ ტრადიციული ქართული მართლმადიდებელი ოჯახის ინსტიტუტი. ოჯახი რომლის უფროსადაც საქართველოში ყოველთვის მამაკაცი ითვლებიდა, ცოლი აღიარებდა ამ უპირატესობას და პატივს მიაგებდა ქმარს. მამაკაცი კი ვალდებული იყო თავი გაეწირა ოჯახისათვის, ოჯახისა სადაც შვილები პატივს სცემდნენ მშობლებს, ბებია ბაბუას, ოჯახისა , რომელმაც იცის სინდისი და ნამუსი, სტუმარი და მტერ–მოყვარე, უყვარს თავისი მამული ენა სარწმუნოება.
ეკლესია გვასწავლის:. თუ რა საშინელებაა აბორტი – ეს იგივე მკვლელობაა და ამ ცოდვის ჩამდენთ ზიარებიდან 15 წლით განაყენებდნენ ხოლმე, როგორც მკვლელს. აბორტი მკვლელობაა თავისი ყველაზე საშინელი ფორმით. – როცა მშობლები ურთიერთ შეთანხმებით , გარკვეულ თანხას უხდიან მკვლელს და კლავენ საკუთარ შვილს. ჩასახვის საწინააღმდეგო ყველა საშუალება თავისი შინაარსით იგივეა რაც აბორტი. მათი გამოყენებისას ცოლ–ქმარს შორის ირღვევა ფაქიზი სულიერი დამოკიდებულება, ერთობა, სიყვარული . .. . ეთი სიტყვით ყოველივე ის რაზეც უფალი აკურთხებს და ლოცავს მეუღლეებს ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას. მათი ურთიერთობა ხდება უხეში, მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაზე დამოკიდებული. ასეთი ურთიერთობების შედეგები ამ ცხოვრებაშივე გამოვლინდება სხვადასხვა უძლურების სახით: იმუნიტეტის დაქვეითება, ნევროზები, დეპრესია, ბავშვთა თანდაყოლილი სიმახინჯეები. ეს როგორც მედიკოსები ამბობენ არის არასრული ჩამონათვალი იმ ავადმყოფობებისი, რომლებსაც კონტრაცეპტივები იწვევენ ქალის ორგანიზმში და რაც მთავარია ეს არის უდიდესი ცოდვა , რომელიც ადამიანს სულის დაღუპვას უქადის. ე.წ. ოჯახის დაგეგმარების დიდი დამსახურებაა ის , რომ სტატისტიკით დღეს ჩვენს ქვეყანაში მეტი ადამიანი გარდაიცვლება ვიდრე იბადება. ე. ი. ერი გადაშენების პირასაა. ასე რომ დაგეგმილი ოჯახი და არასასურველი ბავშვი ეს სულის წაწყმედას და ერის განადგურებას ნიშნავს..
მადლობა ღმერთს, ერზე საოცრად იმოქმედა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს მიმართვამ, რომ ოჯახის ყოველი მესამე და მომდევნო შვილი პირადად მისი ნათლული გახდება. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ უყვარს საქართველოს თავისი პატრიარქი. ასობით პატარა მოინათლა სამების საპატრიარქო ტაძარში . ჩვენს მრევლს გვყავს პატრიარქის ნათლული, ერთი სულ ახლახანს მოევლინა ამ ქვეყანას, რამოდენიმეს სიყვარულითველოდებით. . . .
მღვდელი ალექსი (სინაურიძე).


  გვერდი შედგენილია მამა ალექსის ლოცვა კურთხევით 2008 წელს