|
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი
და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოფოსი მამა ჩვენი ილია
მეორე.
4 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 75 წელი
შეუსრულდა
საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე დღეს იუბილარია. მას 75 წელი შეუსრულდა.
მართლმადიდებელ მრევლს პატრიარქისთვის იუბილის მილოცვა სამების
საკათედრო ტაძარში შეეძლება. პატრიარქი ტაძარში 12.00 საათზე
ქვეყნის კეთილდღეობისთვის პარაკლისს გადაიხდის. უწმინდესისა და
უნეტარესის დაბადების დღეს თბილისში ივერიის ღვთისმშობლის
სასწაულმოქმედი ხატი შემობრძანდება. პატრიარქი ქართველ
ერს მიმართავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და
უნეტარესი ილია მეორე ხვალისათვის დაგეგმილ რიგგარეშე
საპრეზიდენტო არჩევნებს "მეტად მნიშვნელოვნად" აფასებს და
საზოგადოებას "ღვთისმოსავი, კულტურული და სულიერი ფასეულობების
დამცავი პრეზიდენტის არჩევისკენ" მოუწოდებს. "ხვალ მეტად
მნიშვნელოვანი დღეა. ღმერთმა მოგვცა სიბრძნე იმისა, რომ
გადაწყვეტილება თავად მივიღოთ. მომავალი პრეზიდენტი ღვთისმოსავი
უნდა იყოს და კულტურულ და სულიერ ფასეულობებს უნდა გაუფრთხილდეს"
- განაცხადა პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში
პარაკლისის დაწყებამდე. მისივე შეფასებით, "ქართველი ერი ახლა
რთულ პერიოდში ცხოვრობს, რადგან მის წინაშე მრავალი
განსაცდელია". ამ კონტექსტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ "რთული სიტუაციიდან
გამოსავლის ერთადერი ძალა ღმერთის რწმენა და მომავლის იმედია".
"არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა" - განაცხადა პატრიარქმა და
მიმართვა ერის დალოცვით დაასრულა.
| |
|
| გვერდი შედგენილია მამა ალექსის
ლოცვა კურთხევით 2008 წელს
| |