|
ია იაშვილის სტატია ახალ ვერსიაში 2004 წლის 5 სექტემბერს. № 30.
„დედა–ეკლესიის“ კარი ორმა გერმანელმა ახალგაზრდამ შემოაღო.
ცოლის შერთვა ჯვრისწერის გარეშე არ მსურდა ანია კი კათოლიკედ იყო მონათლული. მე შევთავაზე , მართლმადიდებლად მონათლულიყო და მანაც ეს წინადადება მიიღო“– ასე აღმოჩნდნენ ზურაბ მგალობლიშვილის მეუღლე ანა და მისი ძმა მაქსიმი ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
ზურაბ მგალობლიშვილი 23 წლისაა, ის ერთ–ერთი იმ ქართველთაგანია, რომელმაც სამუშაოს საძებნელად უცხოეთს მიაშურა. მოგზაურობის მოყვარული მომავალ მეუღლეს ესენთან ახლოს ბორკენში შეხვდა. ბორკენი ქუთაისზე პატარა ქალაქია და ესენიდან 60 კმ–ით არის დაშორებული .
„ანია გასართობ კლუბში გავიცანი, ორი თვის მანძილზე იშვიათად ვხვდებოდი. არც მაშინ და არც მანამდე არ მიფიქრია , ქართველი ქალის გარდა ცოლად ვინმე შემერთო.
ჩემი დაბადების დღე იყო, ანია ჩემს მეგობრებთან ერთად დაუპატიჟებლად მოვიდა. აქედან დაიწყო ყველაფერი...“ იგონებს გერმანელთა ქართველი სიძე.
ანნა ბილოვი. .„საქართველოში პირველად ვარ. თბილისი ძალიან მომეწონა, ქუთაისში კი ცოტა მოვიწყინე. გურიის სოფელ ბერძნისწყაროში კი ყველაფერი საინტერესო იყო. გერმანიაში ბევრს ვფიქრობდი ჩვენს მომავალზე. ზურა ძალიან მიყვარს. მამაჩემი მართლმადიდებელია, დედა კათოლიკე. მედა ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ ნათლობა საქართველოში მომხდარიყო.“
მამა ალექსი–(ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმობლის ხატის სახელობის ტაძარს მოძღვარი.) –„ამ ზაფხულს ორი ესპანელი მოინათლა გელათის მონასტერში. ჩვენს ტაძარში კი პირველი შემთხვევაა , როცა კათოლიკე მართლმადიდებლად მოინათლა. ჯვრისწერას ისე ვერ აღვასრულებდი , თუ დედოფალი მართლმადიდებელი არ იქნებოდა. მისი ძმაც რომ მოინათლა , ეს ჩვენთვის დიდად სასიხარულო იყო.
ქრისტეს ლაშქარს , ე.ი. იმ სარწმუნოებას, რომელიც არის ერთადერთი მცხოვნებელი სარწმუნოება და რომელიც გვასწავლის – არის გზა , სიცოცხლე და ჭეშმარიტება, კიდევ ორი ადამიანი შეემატა.
ნათლობისა და ჯვრისწერის შემდეგ განსაკუთრებით შემიყვარდნენ ეს ბავშვები. მოძღვრისთვის დიდი სიხარულია, როცა ამ საიდუმლოებებს აღასრულებს. ამ დროს არა მარტო ჩვენ, არამედ ანგელოზთა დასებიც ხარობენ. ნათლობა სულიერი შობაა ადამიანისა. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან , ეს არის კარი ეკლესიაში.
სასიხარულოა, რომ დედა – ეკლესიის კარი ორმა გერმანელმა ახალგაზრდამ შემოაღო. ეს სიხარული მთელმა მრევლმა გაიზიარა. იციან, რომ ისინი ბრუნდებიან გერმანიაში და ყველა განიცდის. ჩვენ მათთვის ვილოცებთ.“
ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმობლის ხატის სახელობის ტაძარში პირველი წირვა ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ 2003 წლის 7 აგვისტოს აღავლინა. ტაძარს ჯერ საბოლოო სახე არ აქვს მიღებული. არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი პროექტზე მუშაობს და ღვთის ნებით, რამდენიმე წელში ქუთაისს კიდევ ერთი ჯვარგემბათოვანი ტაძარი შეემატება.
ამ მოვლენიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმობლის ხატის სახელობის ტაძარში კიდევ ერთი ძალიან მსგავსი ნათლობა და ქორწინება შედგა.
გერმანელი კათოლიკე – ანდრეას ლუდერიცი მართლმადიდებლად მოინათლა და , ქართველ გოგონაზე – ჯულია მიშვიძეზე დაქორწინდა და ახლა სახელად ანდრია ეწოდა.
ლაშა გაბუნიას სტატია ახალ ვერსიაში 2003 წლის 18 მაისი. № 95.
ქუთაისში შეიძლება წმინდა წინასწარმეტყველება აღსრულდეს.
ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმობლის ხატის სახელობის ტაძარი შენდება.
მორწმუნენი უკვე სიხარულით ამ ადგილს ათონს ეძახიან. როგორც ვარაუდობენ მშენებარე ეკლესია ერთ–ერთი უდიდესი იქნება ეპარქიაში.
მიუხედავად იმისა,რომ ქალაქში ბევრი ეკლესია–მონასტერია, წირვებზე , ლოცვებსა და დღესასწაულებზე ისინი მრევლით არის გადაჭედილი.
ახალი ტაძარი შენდება ათეული წლების წინ მიტოვებული საზაფხულო კინოთეატრის შენობის ადგილზე. მორწმუნენი დარწმუნებული არიან,რომ წმინდა
წინასწარმეტყველების აღსრულების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სწორედ მისი სახელობის ტაძარში დაიდებს ბინას. ამ წინასწარმეტყველებისა და მშენებლობის შესახებ „ახალი ვერსია“ ესაუბრა ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს , მის ყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე კალისტრატეს.
ქუთაისში „ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმობლის ხატის სახელობის ტაძარის მშენებლობა ნამდვილად ღვთის წყალობაა. მისი მშენებლობა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა–კურთხევით დაიწყო.
რამდენიმე წლის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები , რომელთაც სწორედ ამ ადგილას , სადაც ახლა ტაძარი შენდება , ცის გახსნა იხილეს. ცოტა ხანში ისევ ამ ადგილას რამდენიმე მორწმუნეს ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონდა. ყოვლადწმინდას ხატება მთელ ცაზე იყო გადაფენილი.
ქუთაისს 3500 წლიანი ისტორია აქვს და ქუთაის– გაენათის ეპარქიაც უძველესია. აქედან გამომდინარე ვიფიქრე უფალი ალბათ რაღაც ნიშანს გვაძლევს მეთქი.
მამა ალექსისთან და ამირან სინაურიძესთან ერთად დავიწყე ფიქრი ამ ტაძრის მშენებლობაზე.მშენებლობის დაწყებას 35 000 ადამიანი ითხოვდა. მათი ხელმოწერები მამა ალექსის აქვს შენახული. მას უკვე იცნობენ მთავრობიც და ქალაქისა თუ რეგიონის ხელისუფალნიც.
გაირკვა, რომ ამ ადგილის მფლობელი , სადაც ტაძარი უნდა აშენდეს , არის კინოსტუდია „ქართული ფილმი“ . კინოსტუდიის ხელმძღვანელს , ბატონ რეზო ჩხეიძეს უდიდეს პატივს ვცემ. ჩემი აზრით , ის საოცრად დიდი მამულიშვილია.
ჩვენ მას სპეციალური მიმართვა გავუგზავნეთ, რათა ამ საქმეში თანადგომა გაეწია. პასუხმაც არ დააყოვნა. ყველა სიძნელე ღვთის წყალობით გავიარეთ და აღნიშნული ადგილზე კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ ტენდერი ჩაატარა, რომლის პირობითაც ვინც ამ ადგილს შეიძენდა, იქ აუცილებლად მართლმადიდებელი ტაძარი უნდა აეშენებია.
საქართველოში არ აღმოჩნდა ამ საქმის გამკეთებელი ადამიანი, ამიტომ ეს თანხა ეპარქიამ გადაიხადა და კინოსტუდიამ ადგილი გადმოგვიფორმა.
მე გულწრფლი მადლობა გადავუხადე ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც გააცნობიერა მართლმადიდებლობის ისტორიული და დღევანდელი მნიშვნელობა და გვერდში დაგვიდგა .
ამ ტაძრის წინამძღვრად მამა ალექსი ვაკურთხე, რომელიც გვარად სინაურიძეა სხვათა შორის. მისი გვარის წარმომავლომა წმინდა სინას მთას უკავშირდება.
მამა ალექსიმ მთელი გულით და სულით დაიწყო ტაძრის მშენებლობისათვის ფუსფუსი და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ტაძარი მალე აშენდეს.
უმოკლეს დროში ჩვენ იქ უკვე მცირე ტაძარს ვაკურთხებთ , რომლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. ის არც ისე პატარაა და 500–600 მლოცველს იტევს. პარალელურად ვიწყებთ ჯვარგუმბათოვანი დიდი ტაძრის მშენებლობასაც , რომლის პროექტიც მუშავდება.
ეს ტაძარი თავისი არქიტექტურით არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი საქართველოს მშვენება იქნება. ამ კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული, სანამ ეპისკოფოსად მაკურთხებდნენ, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა–მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსი ვიყავი.
200 ზე მეტი ეკლესია–მონასტერი და 140 ზე მეტი სამლოცველო ვაკურთხე. ეტყობა უფალმა მადლი დაუშვა ამ კუთხეზე.
მნიშვნელოვანია , რომ არსებობს წმინდა წინასწარმეტყველება , რომლის მიხედვითაც , უკანასკნელ ჟამს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ანგელოზების თანხლებით დატოვებს ათონის მთის ივერონთა ტაძარს. თქვენ როგორ ფიქრობთ სად წაბრძანდება ხატი? რა თქმა უნდა იქ სადაც მისი სახელობის ტაძარი იქნება და ყველაზე მეტად ელოდებიან.
მჯერა, რომ ეს მართლაც ასე მოხდება. ამიტომ მსურს მთელ საქართველოს მივულოცო ღვთის ასეთი დიდი წყალობა. ღვთისმშობელ დედას შევთხოვ უმოკლეს დროში შეგვაძლებინოს ამ ტაძრის დასრულება.
ჭეშმარტი სარწმუნოების გარეშე ადამიანს ჭეშმარტი ზნეობა ვერ ექნება. მთელ საქართველოს ვულოცავ ქრისტეს აღდგომას. სულიერი აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე, სიყვარულის სიძულვილზე გამარჯვებას ნიშნავს.
თუ ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას დაემორჩილება, მაშინ მისი გული შხამისაგან იწმინდება და მასში მაცხოვარი სულიერად იშვება.
ასეთი განცდა უნდა გვქონდეს თითოეულ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს. თუ სიტყვა და საქმე ერთი გვექნება , ვიშრომებთ, ვილოცებთ და შედეგად სიყვარულს შევინარჩუნებთ, ეს იქნება ჩვენი აღდგომა.
ამ აღდგომას ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ და იხარეთ ორთავ სოფელსა შინა! ამინ!
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.
სტატია საპატრიარქოს უწყებანში 2003 წლის ოქტომბერი.
ქუთაისში , ღვთის განგებით და მართლმადიდებალი მრევლის დიდი
თანადგომით, გამარჯვების მოედანზე 2003 წლის 7 აგვისტოს ივერიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტაძრის მშენებლობას ათასობით ადამიანი
ითხოვდა, რომელთა ხელმოწერები ამჟამად ტაძრის წინამძღვარ მამა ალექსი
სინაურიძესთან ინახება. ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით
ვესაუბრეთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას , ქუთათელ–გაენათელ
მიტროპოლიტს კალისტრატეს. –თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
რამ განაპირობა ქუთაისში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
სახელობის ტაძრის მშენებლობა?. – სახელითა მამისათა და ძისათა
სულისა წმიდისათა: ამ ტაძრის მშენებლობა ნამდვილად ღვთის წყალობაა.
მისი მშენებლობა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა
კურთხევით დაიწყო. მოგეხსენებათ ,საქართველო ორი ათას წელზე მეტია ,
ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და რომ არა მისი მფარველობა ,ჩვენ
ქვეყანაში არ შემოვიდოდნენ მოციქულები. თუ გადავხედავთ ისტორიას
დავინახავთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველოში უამრავი
სასწაული მოუხდენია. ის ჩვენი მეოხია ღვთის წინაშე. ამიტომაა
საქართველოს მთელი ტერიტორია მოფენილი ღვთისმშობლის სახელზე აგებული
ტაძრებით – ერი განსაკუთრებული სიყვარულსა და პატივს მიაგებს მას.
მოგეხსენებათ, ქუთაისში გვაქვს ღვთასმშობლის შობის, ტაძრად მიყვანების,
ხარებისა და მიძინების ეკლესიები, მაგრამ არ გვქონდა ივერიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, ამის გამო გულში
რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდი ხოლმე. ამასთან უამრავი ადამიანი ითხოვდა ,
აგვეშენებინა ეს ტაძარი. დავინტერესდი ამ საკითხით და მამა ალექსი
სინაურიძესთან ერთად დავიწყე ფიქრი ეკლესიის მშენებლობაზე. გაირკვა,
რომ ის ადგილი , სადაც ტაძარი უნდა აგვეშენებინა კინოსტუდია “ქართული
ფილმის“ მფლობელობაში იყო. მის ხელმძღვანელს , ბატონ რეზო ჩხეიძეს
სპეციალური მიმართვა გავუგზავნეთ და ვთხოვეთ , რომ ეს შენობა და
ტერიტორია ტაძრის მშენებლობისათვის გადმოეცა. ბატონმა რეზომ გულთან
მიიტანა ჩვენი თხოვნა, ღვთის წყალობით ყველა სიძნელე გადავლახეთ და
შენობა ყველა ოფიციალური საბუთის გაფორმებით საკუთრებაში გადმოგვეცა.
აქვე მინდა აღვნიშნო ,რომ ბატონ რეზო ჩხეიძეს ყოველთვის დიდ პატივს
ვცემდი, ის დიდი მამულიშვილია და შეიძლება ითქვას , არც ერთ დიდ
ეროვნულ საქმეს არ აკლდება. – ღვთის წყალობაა, რომ ქუთაისში სულ
რამდენიმე თვეში გახდა შესაძლებელო ტაძარს პირველი მრევლი მიეღო. დღეს
იქ წირვა–ლოცვა ჩვეულებრივ აღევლინება. –როგორ შეაფასებდით
მიმდინარე მოვლენებს? – ყველაფერი ღვთის განგებით ხდება.
მადლობა უფალს ყველაფრისათვის! ეკლესიას მთელი ქალაქი აშენებდა და
მართლაც უმოკლეს დროში ტაძარი ვაკურთხეთ, რომელიც დაახლოებით 500-600
მლოცველს იტევს. მომავალში ის გახდება იმ დიდი ჯვარ–გუმბათოვანი ტაძრის
შემადგენელი ნაწილი ,რომლის მშენებლობასაც პარალელურად ვიწყებთ.
პროექტი თითქმის მზადაა და იმედი მაქვს , ეს ტაძარი არა მარტო
ქუთაისის, არამედ მთელი საქართველოს მშვენება გახდება. მას ექნება სამი
ტრაპეზი , სამივე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატის
სახელობისა. ღმერთმა ინებოს არ მოგვაკლოს მისი მფარველობა და ეს
სურვილი აგვიხდინოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენდა სრულიად საქართველოს.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა . ჩვენთან არს ღმერთი. –საუბარი
ჩაიწერა ქუთაისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო
ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტმა ელენე
გვენეტაძემ. 2003წ. 30 ოქტომბერი “საპატრიარქოს უწყებანი“ №43 . გვ
9–10.
XXI საუკუნის ეკლესია–მონასტრები იმერეთის
ეპარქიაში
სტატია პოსტსკრიპტუმში 2008 წლის მარტში.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
მდებარეობს ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე. იგი ქუთათელ გაენათელი
მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა კურთხევით იკურთხა 2003 წლის 7
აგვისტოს. ნაგებობა ბაზილიკურია, სამომავდოდ დასახულია მისი გაფართოება
და დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აგება. ტაძრის პროექტი დამტკიცებულია .
იგი გამორჩეული იქნება თავისი არქიტექტურით. ტაძრის მშენებლობის ადგილი
შარშან , თვით უწმინდესმა და უნეტარესმა ,სრულიად საქართველოს
კათალიკოს პატრიარქმა ,ილია მეორემ აკურთხა. ტაძარს ჰყავს დიდი
მრევლი, მგალობელთა გუნდი, 20–მდე სტიხაროსანი და მღვდელმსახურნი:
მღვდელი მამა არჩილი (დათეშიძე), დიაკონი მამა ეფრემი (შარაშენიძე ) და
ამ ტაძრის წინამძღვარი მამა ალექსი ( სინაურიძე ) , რომელიც ამა წლის 9
იანვარს , პატრიარქმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით
დააჯილდოვა. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი – ეს არის
სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ამჟამად ბრძანდება ათონის მთაზე და
ითვლება ათონის მთის ერთ–ერთ გამორჩეულ სიწმინდედ. მან, წმინდა მამათა
სწავლებით , მეორედ მოსვლის ჟამს უნდა დატოვოს ეს მთა და უნდა
დაბრუნდეს საქართველოში. მამა ალექსი აღნიშნავს : როცა გელათში
ბრძანდებოდნენ ხილანდარის მონასტრის ათონელი ბერები და გაიგეს, რომ
ქუთაისში არსებობდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ტაძარი , გამოთქვეს სურვილი , დაეწერათ ხატი, ისინი , მეუფე
კალისტრატეს ლოცვა კურთხევით სპეციალურად ამ ტაძრისთვის წერენ
ხატს,რომელიც თითქმის დამთავრებულია და მისი ჩამობრძანება შეიძლება
დაემთხვეს ახალი ტაძრის გახსნას. –მირანდა დოლაბერიძე.
“პოსტსკრიპტუმი “ 2008წელი 3-9მარტი. №8. გვერდი №7 .
| |