ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი


გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

მთავარი გვერდი.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
მგალობელთა გუნდი
გალობანი
ლოცვანი
ქუთაისის ეპარქიის ეკლესია–მონასტრები. (ეპარქიის საიტიდან)
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

წმინდა ათონის მთის ივერონის მონასტერი.


ამ სურათზე აღბეჭდილია , ათონის მთაზე , ივერონის მონასტერი.
მოკლედ მოგახსენებთ ივერონის მონასტრის ისტორიის შესახებ.
მეათე საუკუნეში საქართველოში დავით კურაპალატი მეფობდა. ქვეყანა ფიზიკურად და სულიერად ძალას იკრეფდა. დავით კურაპალატის პირველი მრჩეველი და მხედართმთავარი იყო ვარაზ ვაჩე ჩორდვანელი. მან დატოვა ამქვეყნიერი ცხოვრება და ბერად აღიკვეცა. სახელად მას იოანე უწოდეს. იგი ჯერ ულუმბოს მთაზე წავიდა ხოლო შემდეგ ათონის მთაზე წმინდა ათანასე დიდის ლავრაში დამკვიდრდა. იმ დროს ბერად აღიკვეცა ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი, მანაც ათონის მთას მიაშურა. ამ მამებმა დიდად განმთქვეს სახელი და მრავალმა ქართველმა მიბაძა მათ მაგალითს. ათონის მთაზე მომრავლდნენ ქართველი ბერები, ამიტომ აუცილებელი გახდა ქართველებისათვის დამოუკიდებელი მონასტრის დაარსება. წმინდა ათანასეს რჩევით , ქართველმა ბერებმა დიდ ლავრასთან ახლოს იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები ააგეს და იქ დამკვიდრდნენ. იმ ხანად ბიზანტიის იმპერატორი გარდაცვლილი იყო . ქვეყანას ახალგაზრდა დედოფალი მართავდა. ამით ისარგებლა ბერძენმა მხედართმთავარმა ბარდას სკლიაროსმა და აჯანყდა, მას იმპერატორობა სურდა. დედოფლის ჯარები დამარცხდნენ . ბარდას სკლიაროსმა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი ალყაში მოაქცია. დედოფალმა დახმარება ქართველთა ძლევამოსილ მეფეს დავით კურაპალატს სთხოვა. დავით კურაპალატმა ელჩად თორნიკე– იოანე ერისთავი გაგზავნა. საქართველომ 12 ათასი რჩეული მხედარი მიაშველა განსაცდელში მყოფ დედოფალს და სათავეში თორნიკე ერისთავი ჩაუყენა. თევდაპირვერად თორნიკე უარობდა , მას ხომ ბერს სქემა შეემოსა, მაგრამ მაფისა და კათალიკოსის დაჟინებულ მოთხოვნას უარი ვერ აკადრა. . ქაართველთა და ბერძენთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აჯანყებულები სასტიკად დაამარცხა. ბარდას სკლიაროსი ტყვედ ჩავარდა. ბრძოლის ველზე უამრავი სიმდიდრე დარჩა. მადლიერმა დედოფალმა მთელი ეს ავლა–დიდება ქართველებს უბოძა. თორნიკემ ნაწილი მეომრებს დაურიგა, ნაწილი კი ათონზე წაიღო. ამ ძვირფასეულობით ქართველებმა ათონის მთაზე მიწა შეისყოდეს და ქართველთა მონასტერი ააშენეს, რომელსაც ივერონი ანუ ივერიელთა სავანე ეწოდა. გარდა ამისა ქართველმა ბერებმა სხვა მონასტრებსაც გაკწიეს დახმარება. ივერონის პირველ წინამძღვრადდანიშნეს ღირსი იოანე, რომელიც თხუთმეტი წელი განაგებდა მას. წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა მისი ძე ექვთიმე, ფრიად განსწავლული ადამიანი და შესანიშნავი მთარგმნელი. ივერთა მონასტერში მრავალი გამოჩენილი და ღვთივსათნო ადამიანი მოღვაწეობდა. აქ ითარგმნა მრავალი წიგნი, შეიქმნა სასულიერო ჰიმნები. მეცამეტე საუკუნიდან ივერონის ისტორია მეტად სევდიანია. ამ პერიოდში ათონის მთა ლათინმა ჯვაროსნებმა დაარბიეს, ივერონის ბერებს პაპის ხელისუფლების აღიარება მოსთხოვეს, მაგრამ მამები მტკიცედ დადგნენ ჭეშმარიტ სარწმუნეობაზე. მაშინ ჯვაროსნებმა მოხუცები მონასტრის გემზე აიყვანეს და გემი ზღვაში ჩაძირეს, ახალგაზრდა ბერები კი მონებად გაყიდეს. გამანადგურებელი თავდასხმების და საქართველოს დასუსტების გამო ივერთა მონასტერში ბერების რაოდენობამ ისე იკლო, რომ ბერძნების მიღებაც დაიწყეს. მეთხუთმეტე საუკუნეში სავანე განაახლეს ახალციხის ათაბაგმა ყვარყვარე ჯაყელ–ციხისჯვარელმა და მისმა ვაჟმა ქაიხოსრომ. მათი ძალისხმევით აშენდა მონასტრის დიდი ციხე–კოშკი და საავადმყოფო, ახლად აიგო გალავანი. ქაიხოსროს შვილმა მზეჭაბუკ ათაბაგმა სამცხის ეპისკოპოსი ამბროსი გაგზავნა იერუსალიმსა და ათონის მთაზე დიდი შესაწირებით. მეუფე ამბროსიმ ივერიის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი პერანგი შემოსა და მონასტერს დიდი თანხა შესწირა. მეჩვიდმეტე საუკუნეში ქეთევან დედოფლის მამამ აშოთან მუხრან ბაგრატიონმა ივერონში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ახალი ეკლესია ააშენა და მთლიანად მოახატვინა. ქართველი ბერები მონასტერს მეცხრამეტე საუკუნემდე განაგებდნენ. მას შემდაგ რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა და გაუქმდა ქართველთა მეფობა, ივერონის მდგომარეობა შეიცვალა. მას აღარ ჰყავდა მფარველი. ბერების რაოდენობა შემცირდა. 1820 წელს ათონის მთა თურქთა ჯარებმა დაიკავა. ათონის მთაზე იმხანად მოღვაწე ღირსი მამა ილარიონ ქართველი უშიშრად წარსდგა თურქი სარდლის, წარმოშობის ქართველი ლიფურთ – ფაშას წინაშე. მამა ილარიონის შუამდგომლობით ფაშამ ივერონის მონასტერი და ათონის სხვა მონასტრებიც დაინდო, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ ქართველებს მაინც მოუწიათ ივერონის დატოვება. ისინი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტში გადასახლდნენ. გავიდა ხანი. ქართველ ბერთა მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. მაშინ მამა ბენედიქტე (ბარკალაია) , რომელიც ბერად წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძე) აღკვეცა , ქართველი მღვდელ–მსახურების ლოცვა–კურთხევით თავგანწირულ ბრძოლას შეუდგა ათონზე ივერონის მონასტრის აღდგენისა და სხვადასხვა სავანეებში მიმოფანტული ქართველი ბერების შესაკრებად. არაერთი განსაცდელი გადალახა, მაგრამ რუსი ბერების თანადგომით ახალი ივერთა მონასტრის მშენებლობა წარმატებით დასრულდა და მალე ორმოცამდე უსახლკარო ქართველი ბერი შეეფარა ქართულ სავანეს. მაგრამ 1920–იან წლებში ქართველი ბერები ისევ გახდნენ იძულებული დაეტოვებინათ ივერონი და საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. ბოლო ქართველი ბერი ათონზე ყოფილა ტიხონ ფაღავა რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა 1956 წელს.სიკვდილის წინ მას ეკლესიის კედელზე ამოუჭრია თავისი გვარი ქართულ ენაზე.
ინფორმაცია .

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.


ამ სურათზე აღბეჭდილია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ანუ პორტაიტისა, ათონის მთაზე , ივერონის მონასტრის იღუმენია და მფარველი.
მოკლედ მოგახსენებთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიის შესახებ.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მეცხრე საუკუნიდან. თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა
ბიზანტიის კეისრის ჯარისკაცებმა და ქვეშემრდომებმა ხატების დევნა და განადგურება დაიწყეს. მეფის ბრძანებით , ყველა ქალაქსა და სოფელში მხედრები გაგზავნეს გადამალული ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად. სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანთა სახლებს, აწამებდნენ და კლავდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არბევდნენ და ანადგურებდნენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ხატებს . იმ დროს ქალაქ ნიკეაში, ერთი ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა ერთადერთ ვაჟთან ერთად. სახლში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ესვენა და მის წინაშე ლოცულობდა. მეფის გაგზავნილმა ხალხმა ეს ხატი იპოვეს და ერთ–ერთმა მათგანმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მახვილი აძგერა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემული მხედარი გადმოცემის მიხედვით , მოინათლა და შემდგომ ბერად აღიკვეცა. დანარჩენ მხედრებს ქვრივი შეევედრა და ფულსაც დაპირდა ოღონდ მეორე დღემდე მოეცადათ. მთელი ღამე ილოცა ქვრივმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მერე ზღვის პირას მიიტანა და გულწრფელი ლოცვით ღვთისმშობელს შესთხოვა შველა: „ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა ჩვენ უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმინდა ხატი ჩაძირვისაგან“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ხატი ზღვაში ჩაუშვა და ტალღებს მიანდო. იგი სასწაულის მოწმე გახდა: წმინდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ამ ხილვით დამშვიდებულმა ქალმა მადლობა შესწირა წმინდა ქალწულს და ვაჟს შეევედრა გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში . ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ღვთის ნებით ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა სადაც შემდგომში ივერთა ქართული მონასტერი დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმინდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია. მას შემდგომ დიდი დრო გავიდა. ღვთის განგებით ზღვამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ათონის მთასთან მიაცურა. ერთხელ , შეღამებისას, ათონის ივერონის მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ცამდე წვდებოდა – ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა ასე. ბერებმა რამდენჯერმე სცადეს მიახლოება და ხატის ამოსვენება , მაგრამ ამაოდ. იგი ზღვის ნაპირს შორდებოდა და არავის იკარებდა. ამ დროს ივერთა მონასტერში ერთი ქართველი ბერი , სახელად გაბრიელი მოღვაწეობდა. ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ზამთრობით კი მონასტერში. მხოლოდ წყლითა და ბალახებით იკვებებოდა. სხვა საზრდელს პირს არ აკარებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სწორედ ამ წმინდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: „ შემოდი ზღვაში , ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი.“ გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმინდა ხატი ნაპირზე გამოიყვანა. იმ ადგილას სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება. შემდეგ ხატი ეკლესიაში გადაიყვანეს და საკურთხეველში დააბრძანეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ ხატი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: „ მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ მე, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად , არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა იესო ქრისტესიო“. მონასტრის მკვიდრნი დიდი სიხარულით აღივსნენ. იქვე პატარა ტაძარი ააგეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად და საკვირველმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“ ეწოდა. იგი დღემდე ათონის მთაზე იმყოფება ივერონის მონასტერში.
ინფორმაცია .


ივერონის მონასტრის და წმინდა ათონის მთის ხედები.





  გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს