8 თებერვალს საქართველომ დავითობა აღნიშნა!
წმიდა დავით აღმაშენებელი
მეფე ყოვლისა საქართველოისა (+1125)
გელათის სამონასტრო კომპლექსმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა . აქ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული მომლოცველები.
ყველა დავითს გულითადად ვულოცავთ დავითობას . დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა დავით აღმაშენებელი გვიფარავს და ლოცულობს ჩვენთვის და
სრულიად საქართველოსათვის. ჩვენი ტაძრის მრევლმა დღეს გელათიც მოვილოცეთ და დიდი მეფის საფლავსაც ვეცით პატივი.
ამ დღეს, წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათში სადღესასწაულო წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინათანამწირველი იყო რუის–ურბნისის მიტროპოლიტი იობი.
მეუფეებმა და სამღვდელო პირებმა , დავით მეფის საფლავზე პარაკლისი აღავლინეს ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.
უდიდესია დიდი მეფის ღვაწლი სამშობლოს წინაშე. შეუძლებელია შეაფასო მისი ნამოღვაწარი.
|