|
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში საყოველთაო შენდობის დღეთ გამოცხადდა.
10 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა.
12 საათამდე 10 წუთით ადრე ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის – მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში განუწყვეტლივ რეკდნენ ზარები.
12 საათზე მეუფემ შვიდგზის ლოცვათაგან ლოცვა წაიკითხა, სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.
შემდგომ კი საყოველთაო შენდობის ლოცვა აღავლინა .
მეუფემ თავის ქადაგებაში გაიხსენა სამშობლოსათვის თავდადებული გმირები, ყველას მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და
იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს სიმშვიდისაკენ, ურთიერთშენდობისაკენ და სიყვარულისაკენ მოუწოდა.
მოგაწოდებთ ამ დღის მოვლენათა ამსახველ ფოტომასალას.
|