ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

გვერდი შეიქმნა ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით.

www.imeroni.ge

ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი ვებ–გვერდის შესახებ
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი
ქუთაის–გაენათის ეპარქიის ოფიციალური საიტი
მამა ჩვენი,
სრულიად საქართველოს
კათალიკოს – პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი,
ილია მეორე.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი
მეუფე კალისტრატე
ქუთაის–გაენათის ეპარქიის
ეკლესია–მონასტრები.
წმინდა სინოდი
ქართველი წმინდანები
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები
ჩვენი ტკივილი
მღვდელმსახურნი
სტიხაროსნები
გალობანი
ლოცვანი
სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი პორტაიტისა
ივერონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი
მრევლი
უწმინდესის ნათლულები
პრესა ჩვენს ტაძარზე.
გელათი
ბაგრატი
მოწამეთა
საქართველოს მოქმედი მონასტრები
შეკითხვა მოძღვარს
ჩვენი ფოტოარქივი
მართლმადიდებელი ხატების ვირტუალური კატალოგი
მმართლმადიდებელი საიტების ბმულები
მამა არჩილის ფოტოგალერეა
ამინდი

ვებგვერდის მატიანე



imereti medicine ecopharm karelin orthodoxy graali

ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი ვებ–გვერდის შესახებ.

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ შემატყობინოთ.
საიტს ემსახურება მონა ღვთისა გიზო ლაშქარაშვილი.
მობ: 899 232572
Skype სახელი: gizogo
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.



განახლებული გელათის სამონასტრო კომპლექსი.



მოწამეთას განახლებული სამონასტრო კომპლექსი.




პატრიარქის ვიზიტი ქუთაისში.

2010 წლის 3 ივნისს ქუთაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეწვია. მას ქალაქის შემოსასვლელში და ღვთისმშობლის ხარების ტაძართან სამღვდელოება და ასობით ადამიანი დახვდა .
პატრიარქმა მოილოცა ხარების ტაძარი და მოინახულა გელათის სასულიერო აკადემია. „ მოგესალმებით და გლოცავთ ყველას. მოგესალმებით თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე კალისტრატე! მე ბედნიერი ვარ . საოცარი ცვლილებები დამხვდა აქ და ძალიან მიხარია, რომ ქუთაის გაენათის ეპარქიაში სულიერი ცხოვრება აღმავლობის გზაზეა და ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, რაც მეუფე კალისტრატეს და სამღვდელოების თავდადებული შრომის შედეგია. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მეუფე კალისტრატეს ღვაწლი გელათის სასულიერო აკადემიის აღორძინების საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ თუ დღეს ფუნქციონირებს აკადემია, ეს მეუფის დიდი დამსახურებაა. მიხარია, რომ კარგად დაწყებულ საქმეს ამჟამად წერმატებით აგრძელებს დეკანოზი მიქაელ გალდავა. ის სულ რამდენიმე თვეა რაც აკადემიის რექტორად დაინიშნა და მე უკვე ბევრი კარგი რამ მსმენია მასზე და აქ მიმდინარე პროცესებზე“ – აღნიშნა უწმინდესმა და დეკანოზი მიქაელ გალდავა მეორე– გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. .
პატრიარქმა დატოვა ქუთაისი და დაგვპირდა, რომ უახლეს მომავალში კვლავ გვეწვევა გელათის და მოწამეთას განახლებულ სამონასტრო კომპლექსების და სხვა ახლადაშენებული და მშენებარე ტაძრების მოსალოცად და მოსანახულებლად.
მოგაწოდებთ ფოტომასალას ამ დღის შესახებ.




გილოცავთ ნინოობას.

წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსისაქართველოში შემოსვლა. ( 323)

ტროპარი:
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი:
მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი.


დაიწყო პეტრეპავლობის მარხვა.


სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე

23.05.2010 სულიწმინდის გარდამოსვლა - სულთმოფენობა. აღნიშვნა აღდგომიდან 50-ე დღეს.




2010-05-15. –საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადატანილ იქნას `კავკასიის~ ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს...



წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით 14 ოქტომბრამდე , საქართველოს ამ უპირველეს საკათედრო ტაძარში , ყოველდღიურად უნდა აღევლინოს სამღვდელმთავრო წირვები ყველა ეპარქიის მღვდელმთავრის, სამღვდელოების და მრევლის მონაწილეობით.
პირველი წირვის ჩატარების პატივი 17 მაისს ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე კალისტრატეს და ამავე ეპარქიის სამღვდელოებას ხვდა წილად.


მოგაწოდებთ ფოტომასალას ამ დღის შესახებ.




გილოცავთ გიორგობას.


ტროპარი:
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი:
მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.


გილოცავთ გიორგობას.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებიდან გიორგობის დღესასწაულზე.
„წმ. გიორგი განსაკუთრებული წმინდანია - ის სიმბოლოა საქართველოსი. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმის შესახებ თუ როგორ მიაღწია წმ. გიორგიმ ასეთ დიდებას... მან იპოვა ჭეშმარიტების გზა - გზა ქრისტიანობისა. უარყო გვირგვინი მიწიერი და მიიღო გვირგვინი ზეციური... როდესაც ამის გამო მას საშინლად აწამებდნენ და თითქოს ყველამ მიატოვა, სწორედ მაშინ გაისმა ხმა უფლისა - „გიორგი ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!“ საქართველო წამებული ქვეყანაა და ეს ხმა გვესმის მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში და დღესაც - „საქართველო, ქართველო ერო, ნუ გეშინია, მე თქვენთან ვარ!“ - ბრძანებს უფალი... ასეთი დიდი წმინდანის დღესასწაულია დღეს და მე ვთხოვ ღმერთს, რომ მისი მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო!

ინფორმაციაწმინდა გიორგის შესახებ

2010 წლის 2 მაისს ქუთაის–ქალაქობა ბაგრატის ტაძარში მეუფე კალისტრატეს მიერ აღვლენილი პარაკლისით დაიწყო.
მოგაწოდებთ ფოტომასალას ამ დღის შესახებ.



გერმანელი მართლმადიდებელი ბერები ქუთაის–გაენათის ეპარქიაში.


23 აპრილს საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანელი მართლმადიდებელი ბერების დელეგაცია არქიმანდრიტ იონას ხელმძღვანელობით ქუთაის გაენათის ეპარქიას ეწვია, სადაც მათ ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე და ადგილობრივი სამღვდელოება მასპინძლობდა.
არქიმანდრიტმა იონამ აღნიშნა რომ ის ძალიან დაინტერესებულია ქართული გალობით და საეკლესიო ხუროთმოძღვრებით და სწორედ ეს არის მიზეზი მათი საქართველოში ჩამოსვლისა. მან აღნიშნა რომ ის აღფრთოვანებულია ქართული გალობით და საუკლესიო არქიტექტურით. ბერებმა თვითონაც იგალობეს სააღდგომო საგალობლები გერმანულ ენაზე. არქიმანდრიტი იონას აზრით ქართველი ერი გამორჩეულია მდიდარი ისტორიით, ტრადიციებით და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. მან მადლობა გადაუხადა მაუფე კალისტრატეს გულითადი მასპინძლობისათვის და საჩუქრად გადასცა წიგნი სადაც აღწერილია მათი მონასტრის ცხოვრება. იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებით ღმერთი სიყვარულია და სწორედ ეს სიყვარული და ჭეშმარიტი სარწმუნოება აერთიანებს ყველა ქვეყნისა და ერის მართლმადიდებლებს
„მე გავეცანი ფოტომასალას დო ძალიან მიხარია , რომ გერმანიაში არსებობს მართლმადიდებელი მონასტერი, მით უმეტეს რომ მას ასეთი ღირსეული წინამძღვარი ყავს . გიყურებთ თქვენ და მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლობას გერმანიაში დიდი მომავალი აქვს“ – ბრძანა მეუფემ, დალოცა სტუმრები და მათ სხვადასხვა საჩუქრები გადასცა.
ქუთაისიდან გერმანელი ბერები გელათის მონასტერში ავიდნენ, სადაც მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით რამოდენიმე დღე დარჩებიან.

გერმანიაში მართლმადიდებელი მონასტრის ოფიციალური საიტი
ბუხჰაგენის მონასტერი
ბერების გალობა
ბერების გალობა ქუთაისში

ვიზიტის ამსახველი კადრები




დიდება უფალს. ჩვენ გვყავს უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი.
მოისმინეთ მისი შექმნილი ღვთისმშობლის საგალობელი – ავე მარია



ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა. 7 აპრილს

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ორი ათასი წლის წინ მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა კაცობრიობას ამცნო, რომ მხსნელი მოევლინებოდა. ეს პირველად ღთისმშობელს ეახლა–სწორედ იგი იღებდა მუცლად მაცხოვარს: «გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა და კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა». განცვიფრდა და შეწუხდა ქალწული რას უნდა ნიშნავდესო ეს მოკითხვა. ანგელოზი მიუხვდა ნაფიქრს და დაამშვიდა: « ნუ გეშინია, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მდლი წინაშე ღვთისა». ქალწული მარიამი ამ დროს მართლა იოსებზე იყო დაწინდული. ყოველი სიმდაბლით შემკული ქალწული გამოარჩია მთავარანგელოზმა. მარიამმა, მომავალმა დედამ მესიისა, ეჭვი შეიტანა ზეციური მახარობლის ნათქვამში: « ვითარმედ იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?! «სული წმიდაი გადმოვიდეს შენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ » ასეთი იყო ნება უფლისა. ეს დღე უდიდესია, რადგან განცხადდა – ცოდვით დამძიმებული დედამიწა უნდა გადარჩენილიყო. ევედრეთ უფალსა, გადაარჩინოს ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე ჩვნი სულები, მოგვმადლოს მაცხოვნებელი ძალა, იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს!


6 აპრილი ბრწყინვალე შვიდეულის პირველი სამშაბათი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ჩვენი ტაძრის დღე.

წლის მანძილზე ხუთჯერ აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ანუ ტაძრის დღე .
ღვთისმშობლის ხატის დღეებია:
25 თებერვალი. –
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ( აღდგომის მესამე დღე ).
4 სექტემბერი. –
9 ოქტომბერი. –
26 ოქტომბერი. –
იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა 2010 წლის 25 თებერვალი. (არქივი)

იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა 2009 წელი. (არქივი)

2010 წელი. შენდობის დღის დღესასწაულის ფოტოკადრები .


გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას .


ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვსცეთ წმიდას ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა და ესრეთ ხმა ვყოთ: ჯვარსა შენდა თაყვანს-ვსცემთ, ქრისტე მეფეო, და წნიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველი მორწმუნენი, თაყვანის ვცეთ ქრისტეს ღვრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა, ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა; მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავს-იდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.


ქრისტე აღდგა.

ჭეშმარიტად აღდგა.


აღდგომა 2010 წელი


აღდგომა 2009 წელი არქივიდან.



დიდმარხვის ვნების კვირა.



ბზობა. ბაიაობა.

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ახლოვდებოდა ებრაული პასექის დღესასწაული. ამ დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა იერუსალიმში სალოცავად. უფალიც გაემგზავრა ბეთანიიდან იერუსალიმში. როცა იგი მიუახლოვდა ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, პეტრეს და იოანეს უთხრა: ”გაეშურეთ სოფელში, რომელიც თქვენს წინაშეა. იქ დაგხვდებათ დაბმული ვირი და მისი პატარა კვიცი, რომელზედაც ჯერ არავინ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ ჩემთან. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება იგი”. მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ. მოიყვანეს სახედარი, დააფინეს მასზე თავისი ტანსაცმელი და უფალს მიჰგვარეს. სახედარზე ამხედრებული იესო შევიდა იერუსალიმში. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად იერუსალიმიდან. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა მას ფეხქვეშ, როგორც მეფეს, ზოგი - ბზისა და პალმის ხასხასა მწვანე ტოტებს. თან მაღალი ხმით უგალობდნენ მეფის შესაფერის სადიდებელს: ”ოსანა დავითის ჩამომავალს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალს! (”ოსანა” - ქართულად ნიშნავს დიდებას). ბზის ან პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცოცხლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. მეფის ასეთ შეხვედრას უძველესი ტრადიცია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანი მზად უნდა იყოს ღმერთთან სულიერი შეგეგებისათვის. სამოსელის ნაცვლად გული დაუფინოს კვიცზე მჯდომარე მეუფეს, მხურვალე ლოცვა კი ბზის ტოტებით მიართვას მას; მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იგი მიიღეს იერუსალიმში და უგალობოს: ”ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”

ბზობა–ბაიაობა ჩვენს ტაძარში 2010 წლის 28 მარტს. ფოტომასალა.

ჩვენს ტაძარში 2009წ. 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის ამსახველი ფოტომასალა

ხსნილია თევზითა და ღვინით

დიდმარხვის მეხუთე კვირა.

ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი (+522)

წმინდა მარიამ ეგვიპტელი ანდრია კრიტელის კანონის ბოლო გალობებში მორწმუნენი ვედრებას აღავლენენ წმიდა მარიამ ეგვიპტელის მიმართ, რომელიც თავისი მოღვაწეობით წმიდა ანდრიასთან ერთად სინანულის ხატად წარმოგვიდგება. იგი 12 წლისა განეშორა ოჯახს და ცოდვებით აღსავსე გზას დაადგა. ერთხელაც კი დროის გასატარებლად იერუსალიმისაკენ გემით მომლოცველებთან ერთად გაემგზავრა . წმინდა ქალაქისკენ მიმავალმა უამრავი ადამიანი აცდუნა. ხოლო, როცა იერუსალიმში ჩასულმა სხვებთან ერთად დააპირა უფლის ტაძარში შესვლა, უხილავმა ძალამ ზრურბლთან შეაჩერა და არ შეუშვა. მაშინ დაეუფლა საოცარი სინანული და შინაგანი დიალოგი გაუმართა ღმერთს, სთხოვდა, ოღონდ ტაძარში შეეშვა და მთელ დანარჩენ სიცოცხლეს სინანულში გაატარებდა. სახიერმა შემოქმედმაც, რომელსაც ყველა ჩვენგანი უყვარს და ცდილობს ცხონების გზაზე ყოველი ჩვენგანის დაყენებას, მიმადლა მას სიტყვის შესრულების ძალა და ტაძრიდან გამოსული მარიამი მართლაც შეუდგა იორდანიის უდაბნოებისაკენ მიმავალ გზას. სწორედ იქ , სრულიად მარტომ მოღვაწეობაში გაატარა 48 წელი. სიცოცხლის ბოლოს კი, ეს საოცარი მოღვაწე წმიდასს ზოსიმეს ხელით პირველად აზიარა თავის წმიდა ნაწილებს. ღირსი ზოსიმე მეორე წელს ესტუმრა უდაბნოს, რათა ეხილა იგი , მაგრამ წმინდანს სული უკვე უფლისთვის მიებარებინა, ფეხებთან კი უზარმაზარი ლომი ეჯდა, რომელიც ქუსლებს ულოკავდა. სწორედ ლომს უბრძანა წმიდა ზოსიმემ სამარის გათხრა, ლომმაც ტორებით გათხარა წმინდანის საფლავი. შევთხოვ წმინდა მარიამს შეგვაძლებინოს დიდი მარხვის ღირსეულად შენახვა:– ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
მოკლე ინფორმაცია მარიამ ეგვიპტელის შესახებ.
ინფორმაცია მარიამ ეგვიპტელის შესახებ რუსულ საიტზე.


დიდმარხვის მეოთხე კვირა.

წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

ხსენება 16 (29) მარტი
წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ერისკაცობაში - ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს, მარტვილის რაიონში. პირველდაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1885 წელს. ბესარიონი დაოჯახდა და სოხუმის ეპარქიაში დაიწყო მოღვაწეობა, იგი დიაკვნად აკურთხა სოხუმის ეპისკოპოსმა. სიწმიდითა და განათლებით გამორჩეულ დიაკონ ბესარიონს მალე მღვდლად დაასხეს ხელი. ის რვა წელი მოძღვრობდა სოხუმში, სკოლებში ასწავლიდა ქართულ ენას, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებებს; 1896 წელს გარდაეცვალა მეუღლე და მარტომ იტვირთა შვილების აღზრდა. 1897 წელს ბესარიონმა სწავლა დაიწყო შევიდა ყაზანიì სასულიერო აკადემიაში. ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. 1901 წელს წელს მონაზვნად აღიკვეცა და უწოდეს სახელად ამბროსი. ღირსი მამა, დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.დაბრუნების შემდეგ ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა დაევალა. 1908 წელს მამა ამბროსის საშინელი ცილი დასწამეს: ბრალად დასდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთში გადაასახლეს. გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ გაატარა. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელსყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბოლოს, 1917 წელს, წმიდა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა. 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღმრთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ამბროსი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი აფხაზეთის მიტროპოლიტად გაამწესეს. 1921 წელს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. 1922 წელს წმიდა ამბროსი დააპატიმრეს. სამსჯავროზე წმიდა ამბროსი თამამად ამხელდა მთავრობას ბოროტებაში. სასამართლო პროცესის ბოლოს, მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვაში წმიდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა:

"სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით".

სასამართლომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1924 წლის ბოლოს ამნისტიით ამბროსის სასჯელი მოუხსნეს, მაგრამ უკვე ხანში შესულ და ჯანგატეხილ ერის მამას დიდხანს აღარ უცოცხლია: იგი სამი წლის შემდეგ, 1927 წელს გარდაიცვალა.
მოკლე ინფორმაცია წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)–ს შესახებ.
ბათუმის ეპარქიის ვებგვერდზე ინფორმაცია წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) ზე


დიდმარხვის მესამე კვირა.

ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე.

ქრისტეს სამსჭვალი

როდესაც კონსტანტინე დიდმა, ტიტუსის ლეგიონების მიერ დანგრეული და იმპერატორ ადრიანეს მიერ შებილწული იერუსალიმის განახლება გადაწყვიტა, ამ წმინდა საქმის აღსრულებისათვის წმინდა მიწაზე დედა გაგზავნა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით იყო დაფარული და ზედ იუპიტერის კერპი იდგა. ქრისტეს ჯვარცმის ადგილას კი ვენერას წარმართული ტაძარი. მოციქულთა სწორმა დედოფალმა ელენემ შებილწული ადგილები აკურთხევინა, ყველა წარმართული სალოცავი შემუსრა და ახალი დიდი უფლის ჯვარცმის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 325 წლის 13 სექტემბერს იკურთხა. გადმოცემით მესიის ჯვარცმიდან ჩამოხსნის შემდგომ, ჯვრები და სამსჭვალები მღვიმეში ჩაუყრიათ. ელენე დედოფალმა ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა და იქ სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. მაცხოვრის ჯვრის ამოსაცნობად ძელები მიცვალებულს შეახეს. ქრისტეს ჯვრის შეხებისას მკვდარი გაცოცხლდა. დედოფალ ელენეს ბრძანებით უფლის ჯვრის მოპოვების მღვიმეში ბაზილიკა ააგეს, რომელიც დღესაც მოქმედებს. მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით, მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, საქართველოს არ ჰყავდა სამღვდელოება, რომ ხალხი მონათლულიყო. მაშინ მეფემ ბიზანტიის იმპერატორს, კონსკანტინე დიდს სთხოვა დახმარება. იმპერატორს ძლიერ გაუხარდა ქართლის გაქრისტიანება და სამღვდელოებასთან ერთად მცხეთაში წმინდა ძღვენიც გამოაგზავნა. ეს იყო: ორი სამსჭვალი, ანუ ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე მიალურსმნეს და ფიცარი, რომელზეც ფეხები ჰქონდა მიჭედებული მაცხოვარს. საქართველოში დაცული ყოფილა ცხოველსმყოფელი ჯვრის სხვა ნაწილებიც, ერთ-ერთი ასეთი ნაწილი ინახება საქართველოს საპატრიარქოში.


დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა მოხსენიებს დღეებია


ნუ ტირი, სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ. რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია, ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ეთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა. ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც იყო, ძაფი არ გამწყდარა. რად გგონივარ შენს ფიქრს გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ... ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის... ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!... როგორ?! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი?! წარუალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე? გწამდეს, როცა სიკვდილი აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისგან ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო. იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოჩონდ უფრო გაწმენდილს. შეიშრე ცრემლი და ნუ ტირ, ტუ მართლა გიყვარვარ.

მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ.
მიცვალებულებზედაც ისევე უნდა ვლოცულობდეთ, როგორც ცოცხლებზე. უნადა ვლოცულობდეთ არა მარტო ახლობლებზე, არამედ ყველაზე, ვისაც კი რაიმე სიკეთე გაუკეთებია ჩვენთვის. მიცვალებულებზე ლოცვისას ისინიც ლოცულობენ ჩვენთვის. ლოცულობს ყველა, ვის სახელსაც ვიხსენიებთ. ღირსი ათანასე ამბობს: ,,თუ ცოდვილნი მიიცვალნენ, ჩვენი ლოცვებით ღმერთი მიუტევებს მათ ცოდვებს, ხოლო ტუ ისინი განწმედილები აღესრულენ მაშინ, მათვის აღვლენილი ლოცვა ჩვენივე სულების სახსნელად წაგვადგება”. ,,ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, ყოველთვის ულისანი ვართ, რადგან ქრისტე იმისთვის მოკვდა აღსდგა და გაცოცხლდა, რომ ყველა - მიცვალებულნიც და ცოცხლებიც აღვედგინეთ”(რომ.14; 8-9) სწორედ ლოცვისას ხდება იმის შეცნობა, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან. მოსახსენებელი (სასურველია სეფისკვერთან ერთად) სამკვეთლოში უნდა შეიგზავნოს წირვის დაჭყებამდე, კვეთისას. ამ სეფისკვერებიდან ამოღებული ნაწილები ეწყობა იმ ნაწილთა გვერდით რომელთაც მღვდელმსახური ამოკვეთს საღვთისმსახურო სეფისკვერებიდან. ასე დალაგებული ეს ნაწილები წარმოადგენენ ერთიან ეკლესიას. ამ ნაწილებს ზიარების შემდეგ მღვდელი ყრს ბარძიმში სიტყვებით: ,,- განწმინდე უფალო სულნი აქ მოხსენიებულთა, შენი პატიოსანი სისხლით” და ასე ხდება ქრისტეს სისხლით იმ მიცვალებულთა განწმეგანწმენდა, ვის სახელზეც ამოიკვეთა ეს ნაწილები. აი, რატომაა აუცილებელი მიცვალებულთა მოხსენიება სწორედ ეკლესიაში და სწორედ ლიტურგიისას. მოსახსენებელი შეიძლება გადაიცეს 40 დღიანი, 6 თვის, მთელი წლის მოსახსენებელი და შესაბამისად მოხდება ყოველდღიურად ამხნის განმავლობაში ამ მიცვალებულთა მოხსენიება. ეს ძალიან უმსუბუქებს განსვენებულებს იქაურ ხვედრს. ხომ არიან ბევრნი ისეთნი, რომლებიც ცოდვების მოუნანიებლად წავიდნენ ამ ქვეყნიდან?! სწორედ მათთვის უნდა ვილოცოთ და შევუმსუბუქოთ მათ იმქვეყნიური ხვედრი. მიცვალებულებისთვის პანაშვიდის გადახდა უნდა მოხდეს მათი მიცვალების, დაბადების და ანგელოზის ხსენების დღეს.

მოსახსენებელი უნად გადაიცეს:
1.წირვის დაწყებამდე, შეიძლება ისინი დატოვოთ ეკლესიაში საღამოს, მწუხრის ლოცვაზე.
2.მიცვალებულთა სახელების ჩაწერის დროსაც უნდა ვიხსენიებდეთ მათ, რადგან მათი სახელების წრფელი გულით წარმოთქმა უკვე ერთგვარი ლოცვაა.
3.მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს არა უმეტეს 5-6 სახელი. თუ მეტი გვინდა მოვიხსენიოტ სხვა მოსახსენებელი უნდა შევადგინოთ.
4.სახელები უნდა ჩაიწეროს ნათესაობით ბრუნვაში.
5.უნდა ჩაიწეროს სახელები ყოველგვარი შემოკლების გარეშე.
6.მოსახსენებელში არ იწერწბა გვარები და მამის სახელები.
7.7 წლამდე გარდაცვლილი იწერება ,,ჩვილად”.
8.ორმოცამდე მიცვალებული იხსენიება ,,ახლადშესვენებულად”.

მიცვალებულთა მოხსენიება ხდება განსაკუთრებულ დღეებშიც.. ესენია:
1.ყველიერის წინა შაბათი. ამ დღეს იხსენიებენ ყველა განსვენებულ;ს, ადამიდან მოყოლებული დღემდე.
2.დიდი მარხვის სამი - მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი.
3.აღდგომის მეორე კვირა, როცა მიცვალებულებს ეხარებათ ქრისტეს აღდგომა.
4.სულთმოფენობის შაბათს, რათა მიცვალებულებზეც გადმოვიდეს სულიწმიდის მადლიდა განწმინდოს ისინი.
5.დიმიტრის შაბათს. ეს დღე თვითონ წმიდა დიმიტრი როსტოველმა დაადგინა წმიდა სერგი როდონეჟელის კურთხევით იმ გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც მან მიპოვა კულიკოვოს ბრძოლაში. ზემოთ ჩვენ გაგაცანით ღირსი ათანასეს სიტყვები იმ განსვენებულთა შესახებ, რომლებიც ჩვენს მეოხებას საჭიროებენ ცოდვათა შესანდობათ და იამთზეც, რომლებიც თვითონვე გვიწევენ შუამდგომლობას ღვთის წინაშე. ასე რომ ვილოცოთ ყველასთვის, ახლობლებისთვისაც და უცნობთათვის. ვინ იცის სანთელ-საკმეველი სად წამოგვეწევა და როდის შეგვაშველებს მადლს.
შემიწყალე მე უფალო ჟამსა მეორედ მოსვლისა შენისასა, და დამაყენე მე მარჯუენით მართალთა შენთა თანა.


დიდმარხვის მეორე კვირა.

დიდი მარხვის II კვირას ეკლესია წმიდა მამას გრიგოლ პალამას, თესალონიკელ მთავარეპისკოპოსს იხსენიებს. ეს დიდი ღვთისმეტყველი და საეკლესიო მამა მოღვაწეობდა მცირე აზიაში 1296 – 1359 წლებში, მან საფუძველი ჩაუყარა მისტიკური სწავლების სისტემას - ისიხაზმს. წმ. გრიგოლ პალამას მთელი ცხოვრება მართლმადიდებლობისათვის ბრძოლას წარმოადგენდა. წმ. გრიგოლ პალამას უმთავრესი დოგმატური შეხედულებები ჩამოყალიბებულია მის ბრწყინვალე ქადაგებებში: ,,სიიტყვა ფერიცვალებაზე”, ,,სულისა და სხეულის დიალოგები” და სხვა. მისი ქადაგებები გამოირჩევიან ღრმა სულიერებითა და განსწავლულობით, და სახარებისეული საკითხავების სიღრმისეული გააზრებით, ამასთანავე არაჩვეულებრივი უბრალოებით.

ტროპარი:
მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღუარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მებრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლი, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმთოსა მადლისაო, ევედრე მარადის ცხორებად სულთა ჩუენთა..“
კონდაკი:
აწ ჟამი მოღვაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბრჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლოებულ არს, აღვსდგეთ უკუვე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებდეთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამდაბლებულო ყოველთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.
კონდაკი:
საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისმეტყველსა, მნათობსა ხმატკბილად მხმობარესა, უგალობდეთ გრიგოლსა ღმრთისმეტყველსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვა სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩვენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამაო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო...
წმინდა გრიგოლ პალამას ხატები


25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

წლის მანძილზე ხუთჯერ აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ანუ ტაძრის დღე.
ღვთისმშობლის ხატის დღეებია:
25 თებერვალი. –
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ( აღდგომის მესამე დღე ).
4 სექტემბერი. –
9 ოქტომბერი. –
26 ოქტომბერი. –
ჩვენი ტაძრის მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს ყველა ამ დღესასწაულს. ლოცვით,აღსარებით, წირვით, ზიარებით. ჩვენს მეუფეს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ,როგორც თვითონ აღნიშნავს ,განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ტაძარი და ყოველთვის აღავლენსს საზეიმო წირვას ჩვენს ტაძარში. მეუფე კალისტრატემ ეხლაც აღავლინა საზეიმო წირვა , დალოცა მრევლი და მღვდელმსახურნი. ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსიმ მრევლის და სამღვდელოების სახელით კიდევ ერთხელ ამბიონიდან მიულოცა მეუფე კალისტრატეს იუბილე და ეპარქიაში ნაყოფიერი მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავი. საზეიმო წირვა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ და პრესამ.
იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა 2010 წლის 25 თებერვალი.

იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა 2009 წელი. (არქივი)

2010 წელი. შენდობის დღის დღესასწაულის ფოტოკადრები .

დიდმარხვის I კვირა - მართლმადიდებლობის ზეიმი

...,,მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოება განსწმენდს და აკურთხევს ცოდვით შებღალულ ადამიანურ ბუნებას, განაახლებს გახრწნილს, განსაკუთრებით ნათლისღების, სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებით; განანათლებს დაბნელებულებს; კურნავს ცოდვებით დაწყლულებულს; გულგაციებულს განატფობს; სული წმიდის მადლით აკეთილსურნელოვნებს ვნებებით მყრალს; მკვდარს განაცოცხლებს; ხვთისაგან განშორებულს უკუნაქცევს, მისგან გაუცხოვებულს კვლავ, მასვე უსაკუთრებს; დახსნილს განამტკიცებს; დასახიჩრებულს განამრთელებს და შეამკობს; დაცემულს აღადგენს; მონას ათავისუფლებს; დამტერებულს სიყვარულით აღავსებს; როგორადაც მოციქულ პავლეს და მრავალთა სხვათა; ღვთისმგმობს ღვთისადმი განუწყვწტელი დიდებისმეტყველებით აღავსებს; სასოწარკვეთილს სასოებას მისცემს; მოწყენილს - ნუგეშს; სასჯელის ღირსს სასჯელს აცილებს და გეჰენიისგან გამოიხსნის; შფოთიანს ამშვიდებს; ძალადალეულს სიმტკიცეს ანიჭებს; შევიწროვებულს გასაქანს აძლევს; უსამართლოს სიმართლით განამდიდრებს; მზაკვარს უბრალოდ ხდის; ბოროტს - კეთილად; ზნედაცემულს გამოასწორებს; ხარბს თავშეკავებულს ხდის; მრუშს - უმანკოს, უბიწოს; ძუნწს - მოწყალეს; უგუნურს - განაბრძნობს; გამიწიერებულს ზეციურს ხდის; უხეშს - ფაქიზს; ხორცის მონას განასულიერებს; სახმართმოყვარეს ღვთისმოყვარეს ხდის, თავისმოყვარეს - თავდადებულსა და ყოვლადმოყვარულს, ეშმაკისმსგავსს - ღმერთსმიმზგავსებულსა და ჰოი, საკვირველება! - ღვთიურს! აი, რა სასწაულებს იქმს მართლმადიდებლობა ადამიანში!”..

წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი - სიტყვა წარმოთქმული მართლმადიდებლობის კვირიაკეს
..ცოდვა ღვთისაგან განდგომაა, ერთი ცოდვილი წუთი და ხვთისაგან განდგომილი ხარ. გულწრფელი, ღრმა, სრულყოფილი სინანულით კვლავ ღმერთს უერთდები. აი, რაოდენ საჭიროა ცოდვლისათვის სინანული და რაოდენ დიდია სინანულის ძალა! ჭეშმარიტი, სულის მაცხოვნებელი, ღვთისათვის სათნო სინანულის შედეგია გულის ცოდვილი მიდრეკილებების შეცვლა კეთილი ქრისტიანული გრძნობებითა და მისწრაფებებით, სასიკეთო გარდაქმნა, ყოველგვარი სათნოებისაკენ: სიმდაბლის, სიკეთის, სიმშვიდის, თავშეკავებულობის, ლოცვის, მოწყალების, მიტევების, მოთმინებისაკენ სწრაფვა. უნაყოფო ხე ნაყოფიერად უნდა გარდაიქმნეს, ჭუჭყიანი ნივთი უნდა გაირეცხოს, უწმინდური - გაიწმინდოს, მრუდი - გასწორდეს, ძველი - განახლდეს, გატეხილი - აღდგეს და კვლავ გამთელდეს, გახუნებულს თავისი ფერი დაუბრუნდეს. ჩვენი სულები დასნებოვნებულია ცოდვით, რისგანაც უნდა განიწმინდოს. სულები სხვა და სხვა უწმინდური აზრებით, სურვილებით, ვნებებითაა დაბინძურებული, საჭიროა მათი განწმენდა; ცოდვისაგან მოდრეკილნი და მოხრილნი, მზად არიან დაეცნენ და დაიმსხვრნენ, საჭიროა, რომ ისინი გაამთელოს და გაასწოროს ღმერთმა, რომელიც თავისი მადლით ყოვლის განმამტკიცებელია. ჩვენი დაუდევრობით, გაუფრთხილებლობით, ქარაფშუტობით არიან ისინი დამსხვრეულნი, საჭიროა მათი აღდგენა და გამთელება. ისინი დაბნელებულნი არიან, საჭიროა სინანულით, სიმდაბლით, კეთილი საქმეებით მათი ნათელყოფა. მათ დაკარგეს თავიანთი ჭეშმარიტი, პირვანდელი სახე, ფერი, თავიანთი სილამაზე, საჭიროა მათ მივცეთ კეთილსახიერი, ღვთიური და ღვთისმსგავსი სახე, როგორც გააკეთეს ეს ღვთის სათნომყოფელებმა; ჩვენი სულები ან უნაყოფონი არიან, ან კიდევ მხოლოდ ცოდვისა და სიკვდილის უგუნურ და მწარე ნაყოფს იძლევიან, საჭიროა, კეთილნაყოფიერნი, სათნოების, სიყვარულის, მშვიდობის, თავისუფლებისა და მარადიული ცხოვრების ნაყოფის მომტანნი გავხადოთ ისინი. ყოვლადწყეულია ჩემში ძველი ადამიანი, რომელიც მუდმივად მიიდრიკება ყოველგვარი ცოდვისაკენ. არ ძინავს უხილავ მტერს. იგი ჩვენში ჩვენ წარსაწყმედად მოქმედებს, მუდამ ფხიზლობს და ყოველგვარი ცოდვისაკენ გვიბიძგებს: საჭიროა საკუთრი თავისადმი ყურადღება, დაუცხრომელი ბრძოლა, სინანული, ლოცვა, ტირილი. იცის ღმერთმა ჩვენი უძლურება და ცოდვისადმი მიდრეკილება, იგი ჩვენდამი სულგრძელია, ელოდება სინანულსა და გამოსწორებას. სწრაფად ისმენს ჩვენს აშკარა და ფარულ ლოცვას, სწრაფად გვეხმარება, გვიწყალებს, გვიხსნის, გვამშვიდებს, მის მორწმუნეთა სულებს აახლებს. დღეში რამდენჯერაც არ უნდა ჩავარდეს ვინმე გონებით, გულით, სიტყვითა და საქმით ცოდვაში, მონანიებისთანავე უფალი იწყალებს და პატიებს. უფალმა ბრძანა ცოდვაში ჩავარდნილის სამოცდაათ შვიდ გზის პატიება (მათ. 18, 21-22) დიდება უფალს! მე უნდა შევიძულო ჩემი ძველი, ცოდვილი, ყოველგვარი ვნებით შემწიკვლული ადამიანი და ჯვარს უნდა ვაცვა, უნდა მოვაკვდინო იგი, ე.ი. თავმოყვარეობა, ანგარება, ავხორცობა, პატივმოყვარეობა, დიდებსმოყვარეობა, პირმოთნეობა, თვითრჯულობა, ურჩობა, საკუთარი თავის დანდობა, სიზარმაცე, ნებივრობა, უზნეობა, მზაკვრობა, შური, სიძულვილი, მოყვასის განკითხვა, დრტვინვა, სულმოკლეობა, უიმედობა, მოუთმენლობა, უპატივცემულობა, შურაცყოფა, ადამიანთა შეძულება ავადმყოფობის, სიმახინჯის, ცუდი ხასიათის გამო და სხვა და სხვა.

გილოცავთ; დიდი მარხვა დაიწყო!

მ ა რ ხ ვ ა

მარხვა 4 აპრილს დასრულდება. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ წელს მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

წმინდა წერილი მარხვის შესახებ


წმინდა მამები მარხვის შესახებ


წმინდა მამები სინანულის შესახებ

მიტევების კვირიაკე

2010 წელი. ქუთაისი. შენდობის დღის დღესასწაულის ფოტოკადრები .

ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და საღმრთო ლიტურგიაზეც იკითხება , სახარებისეული სწავლება იმის შესახებ, რომ როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვასს, მის მიერ ჩადენილ შეცოდებას, ასევე მოგიტევებს უფალი ჩვენც. საუფლო ლოცვაშიც „მამაო ჩვენო“ ხომ ასე სწერია „...და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა...“ ამ ტრადიცის საფუძველი წმინდა საბა განმწმენდელის ლავრში დაედო: დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს პალესტინელი ბერები უდაბნოში გადიოდნენ, მარხვას მარტოობაში ატარებდნენ და მონასტერში მხოლოდ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე (ბზობა-ბაიაობას) ბრუნდებოდნენ. წასვლამდე ისინი შენდობას თხოვდნენ ერთმანეთს, რადგან არ იცოდნენ, უდაბნოში მკაცრი, ასკეტური და საკმაოდ საშიში განმარტოების შემდეგ ცოცხლები დაბრუნდებოდნენ, თუ არა მონატერში. სწორე ამ სულიერი და ამაღლებული ტრადიციის თანახმად აღესრულება ეკლესიაში წესი მიტევებისა, როდესაც სასულიერო პირი მრევლს თხოვს შეუნდონ ცოდვები. ამ დროს ის ამბიონზე მუხლოდრეკილი დგას მრევლის წინაშე და ბოლოს დიდი მეტანიას აღასრულებს. თავად მრევლიც, შენდობას ითხოვს, როგორც სულიერი მოძღვრისაგან აგრეთვე ერთმანეთისაგან და მიტევების ნიშნად ერთმანეთს ემთხვევიან. ასეთი წესით აღესრულება ეს ტრადიცია საკათედრო ტაძრებშიც, სადაც შეკრებილნი ეპისკოპოსნი და მღვდელმსახურნი შენდობას თხოვენ ერთმანეთს. მიტევების თხოვნა ადამიანებს ეკლესიის გარეთაც შეუძლიათ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრიისთვის ეს ძალიან რთულია: ზოგიერთი ფარისევლურად ითხოვს შენდობას სრულიად უცნობი ადამიანისაგან და არა იმისგან ვისაც მართლა აწყენინა, გული ატკინა. ზოგისთვის კი საკუთარი ამპარტავნობის და ქედმაღლობის გამო სრულიად შეუძლებელია შენდობის თხოვნა, თუმცა ეს ერთეული შემთხვევები სრულიად არ აკნინებს ამ მართლმადიდებლური სულისკვეთებით განმსჭვალულ ტრადიციას. .



მირქმა უფლისა ჩვენისა

ტროპარი:
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი:
საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.


მირქმა ადამიანის უფალთან შეხვედრის დღასწაულია


აღსრულდა აღთქმა - იშვა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ხოლო შობა მისი სასწაულებრივი იყო: თვით მთავარანგელოზმა გაბრიელმაც კი, რომელმაც მარიამს ახარა, რომ სულიწმინდისაგან შობდა ძე ღვთისას, არ უწყოდა როგორ, რა გზით მოხდებოდა განკაცება უფლისა. იშვა იესო ქრისტე და დედა მისი, ყოვლადწმინდა მარიამი, ქალწულად დარჩა, ამიტომ იწოდება მარადქალწულად. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, როდესაც სამოცდაათი განსწავლული ბიბლიის ებრაული ენიდან ბერძნულად თარგმანს შეუდგა, სვიმეონ მართალს წმინდა წერილის ის ადგილი შეხვდა, სადაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ ქალწული შობს ქრისტეს. მას მოუწადინებია, სიტყვა „ქალწულის“ „ქალით“ შეცვლა, რადგან შეცდომად მიუჩნევია, მაგრამ ანგელოზი გამოსცხადებია და უთქვამს, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქალწულისაგან შობილ მესიას არ იხილავდა. მოსეს სჯულის მიხედვი, მშობიარობიდან ორმოცი დღის შემდეგ დედა ვალდებული იყო, მისულიყო ტაძარში და განსაწმენდელად მსხვერპლი შეეწირა. ეს კანონი ამჟამადაც სრულდება დედაეკლესიაში – მღვდელმსახური დედას განწმენდის ლოცვას უკითხავს, ყრმას კი ლოცავს. თუკი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლემა, რომელმაც ადამის შვილთა შორის ერთადერთმა შვა შვილი უმტკივნეულოდ და რომელიც განწმენდას არ საჭიროებდა, მორჩილებით აღასრულა სჯული-მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ტაძარში მიიყვანა, რაოდენ ვალდებულნი ვართ ჩვენ, ცოდვილნი, აღვასრულოთ ეს კანონი- მივიყვანოთ შვილი უფალთან, რომელმაც უდიდესი სიყვარულით დაგვასაჩუქრა – დედობრივი სიყვარულის განცდა მოგვმადლა. უფალთან მიყვანა კი ტაძარში მხოლოდ ფიზიკურად მისვლას არ ნიშნავს; ამ დღეს უნდა მოინათლოს ყრმა, რათა იშვას სულიერად, მივიდეს შემოქმედთან. ტაძრის კართან იესო ქრისტეს სვიმეონ მიმრქმელი მიეგება. იგი სულიწმინდის შთაგონებით მიხვდა, რომ ყრმა ის მესია იყო, რომელსაც ისრაელი და მთელი ქვეყანა ელოდა. აიყვანა ხელში იესო ქრისტე და ღაღადყო : „ აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისამებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“. წლებით დამძიმებული სვიმეონი ხორცშესხმულ მესიას, ყრმა მაცხოვარს, შეევედრა, მშვიდობით განეტევებინა. მირქმა - ეს არის დღესასწაული ადამიანის უფალთან შეხვედრისა. ამ დღეს ყოველი ჩვენგანი უდიდესი სიხარულით უნდა შევეგებოთ ყრმა მაცხოვარსა და წარმოვსთქვათ ეს საოცარი ლოცვა ღვთის წინაშე – ვთხოვოთ , რომ ჩვენი გარდაცვალება, ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრული მშვიდობიანი იყოს. ხოლო მშვიდობით მხოლოდ ის მიაბარებს სულს უფალს, ვინც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დაძლევს, ამქვეყნადვე განთავისუფლდება ბოროტისაგან, ცოდვებისაგან, გაიმარჯვებს ყოველგვარ საცდურზე და საშინელ სამსჯავროზე პირნათლად წარსდგება დამდაბლების წინაშე. მიუხედავათ იმისა, რომ მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის უძველესი დღესასწაულია, VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565)ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ამ უბედურებას შავი ჭირის ეპიდემია მოჰყვა. ყოველდღე ათასობით კაცი იხოცებოდა. ასეთი განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ღვთისაგან ეუწყა, რომ მირქმა ანუ მიგებება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი საზეიმოდ უნდა აღენიშნათ. როგორც კი ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულა მორწმუნე ერმა,ეპიდემია მაშინვე შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად,544 დედაეკლესიამ გააჩინა მირქმის დღესასწაული საზეიმოდ აღენიშნათ მაცხოვრის შობიდან მეორმოცე დღეს. ამ დღიდან მოყოლებული მართლმადიდებლური ეკლესია უდიდესი სიხარულით ზეიმობს მაცხოვრის ტაძრად მიყვანებას.
მოამზადა თინათინ მაჭავარიანმა. მართლმადიდებლური ჟურნალი „კარიბჭე“ .

მირქმა



8 თებერვალს საქართველოში დავითობა აღნიშნება


წმიდა დავით აღმაშენებელი მეფე ყოვლისა საქართველოისა (+1125)

„სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ; ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმულთა შორის; მკვირცხლ ვითარცა პავლე მოციქულთა შორის “ ამბობს ჟამთა აღმწერი არსენ ბერი დიდ დავითზე.

ყველა დავითს გულითადად ვულოცავთ დავითობას . დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა დავით აღმაშენებელი დღეს და მუდამ გვიფარავს და ლოცულობს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსათვის.
უდიდესია დიდი მეფის ღვაწლი სამშობლოს წინაშე. შეუძლებელია შეაფასო მისი ნამოღვაწარი.

დავითობა გელათის მონასტერში . /არქივიდან/


შვიდი თებერვალი საქართველოს ეკლესიის მნათობის, იმერეთის ეპისკოპოსის, წმინდა გაბრიელის /ქიქოძე/ მოხსენიების დღეა. მისი მადლიანი ლოცვა შესწეოდეს ნებისმიერი თქვენგანის ოჯახს და სრულიად საქართველოს!


წმინდა გაბრიელი /ქიქოძე/ დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს სოფელ ბახვში, ოზურგეთის მაზრაში. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. 1851-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს. მეუფე გაბრიელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია. გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ , რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე .აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. გაბრიელ ეპისკოპოსი დაჯილდოვებული იყო წმინდა ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ანას ორდენებით. იგი 71 წლის ასაკში აღესრულა და მისი წმინდა ნაწილები დაკრძალულია გელათიში ღვთისმშობლის ტაძარში.1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.


– 18 ( 31 ) იანვარი . ღირსი მღვდელ - მონაზონი ალექსი
/ შუშანიას / ხსენების დღეა.

ტროპარი:
„ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმინდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმინდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთა.“
კონდაკი:
გნატრით შენ ღირსო მამაო ალექსი და პატივასა წმინდასა ხსენაბასა შენსა, წიმამძღოლო მონაზონთაო და თანამკვიდრომ ანგელოზთაო.
ღირსი მღვდელ-მონაზონი ალექსი შუშანია. ( ჩვენი არქივიდან )



გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

უფლის ნათლისღების დღესასწაული გონებისათვის მიუწვდომელი ერთიანი ღმერთის სამპიროვნების საიდუმლოსადმი ჩვენს რწმენას განმტკიცებას და გვასწავლის წმინდა სამების –მამის, ძისა და სულიწმინდის – დიდებასა და აღიარებას თანაბარი ღირსებით, გვიმოწმებს ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისათვის ნათლისღების საიდუმლოს სიცოცხლისეულ აუცილებლობას, შთაგვაგონებს და გვინერგავს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის – განმანათლებლისა და ცოდვათაგან განმწმენდლის მიმართ - მოწიწებას, მოკრძალებასა და მადლიერების გრძნობას. ნათლობა ცოდვილს სჭირდება, მაშ, რატომ და რისთვის მიიღო ნათელი მაცხოვარმა – მან, ვისაც არ სჭირდებოდა ცოდვათა მიტევება?! ან როგორ უნდა მიეღო ცოდვათა მიტევება და შენდობა მას, ვინც წმ. მოციქულ პეტრეს თქმით: „ არასოდეს არ ცოდვა ჩაუდენია არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს(პეტრე 2,22). ცხადია ნათელი არც იმისთვის მიიღო, რომ თუნდაც იოტისოდენა ცოდვიანი იყო და არც იმიტომ, რომ სულიწმინდის მადლს იყო მოკლებულიის, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულს თვით სულიწმინდით ჩაესახა, ნათლისღების უპირატესი მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ ადამიანებს ერწმუნათ იოანე ნათლისმცემლის შემდგომი მომავალი, ანუ იესო ქრისტე (საქმე მოც.19,4), ერწმუნათ მესია,–მხსნელი ქვეყნიერებისა. ნათლისღებით უფალმა აკურთხა ნათლისღება, როგორც ერთგვარი კარი ზეციურ სამოთხეში შესასვლელად (ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში (იოანე3,5)), ხოლო მკვდრეთით აღდგომის შემდგომ დააწესა იგი როგორც წმ. საიდუმლო ცოდვათა მოსატევებლად, განსაწმენდელად და გასამართლებლად. ნათლისღების სხვა მიზეზზეც თვითონ მიგვითითა მაცხოვარმა, როცა გაკვირვებული იოანეს შეკითხვას: მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას, შენ კი ჩემთან მოდიხარ– უფალმა მიუგო: ასე იყოს, ვინაიდან ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება(მათე3,15), – ანუ აღსრულება საღვრთო მცნების, რჯულის და წინასწარმეტყველებისა. მარტო მონათვლა არ კმარა! სულის ცხონებისათვის საჭიროა მაცხოვრის მიერ დაწესებული ყველა რჩევისა და შეგონების, ყველა მცნების შესწავლა და შესრულება, ქრისტიანული ცხოვრება, ღვთის მოსაწონი, მოყვასისთვის სასიკეთო და საკუთარი სულისთვის მაცხოვნებელი კეათილი საქმის კეთება, რაც უფლის მოყვარულად და მეგობრად გვაქცევს: ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს, მას ვუყვარვარ (იეიოანე14,2); ხოლო ვისაც არ ვუყვარვარ, არც იცავს ჩემ სიტყვებს (იოანე14,29); თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ(იოანე16,15). სწორედ ქრისტეს მოყვარული და ერთგული მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან კრებს უფალი ახალი აღთქმის რჩეულ ერს სასუფევლისთვის ანუ ზეციური ეკლესიისთვის (ძველი აღთქმის რჩეული ერის ნაცვლად ახალ აღთქმაში რჩეულ ერს ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებული წარმოადგენს)მსოფლიოს ყველა ხალხიდან, დედამიწის ყოველი კუთხიდან: მაცხოვარმა თავისი სახელით გამოისყიდა რჩეული ერი ყოველი ტომისა და ერისა (გამოცხადება5,9)
აკაკი მინდიაშვილის წიგნიდან „საუფლო დღესასწაულები“ იბეჭდება შემოკლებით


დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვასოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკულავსა ჰმსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყვანის–ცემა შენი მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით, აღმოსავალთათ უფალო დიდება შენდა.
„ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის , რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ–წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მხსნელის სიყვარულისა, ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ–პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწყდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. ვით მამა ზეცის , იყავ შენცა სრულიო, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შეძლებულ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში... იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგეძლება ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მანამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამას შემდეგ ყოველ წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ , ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს...“
წმ. ილია მართალი.

06-01–2010
საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II



2009 წლის 22 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა განახლებული გელათის აკადემია.

ამ დიდი მოვლენის აღსანიშნავად გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი თანმხლები პირებით, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, ეკლესიის იერარქები, სამღვდელოება, მრევლი და უამრავი საერო პირი. ჩატარდა განახლებული აკადემიის კურთხევა , საზეიმო წირვა .
ამ დღის ამსახველი ფოტოკადრები

ჯვართამაღლება

27.09.2009 მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა.
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. ჯვართამაღლების შესახებ.


ღვთისმშობლობა

21.09.2009 შობა ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის შესახებ.


28 აგვისტო. მარიამობა

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. მარიამობის შესახებ.


19 აგვისტოს ფერისცვალებაა!

6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი:
ფერისცვალების შესახებ.

არქიმანდრიტი რაფაილი /კარელინი / საქართველოს ეკლესიის თვალსაჩინო მოღვაწე. გვმოძღვრავს მარხვის შესახებ:
მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ერთდღიანი და მრავალდღიანი მარხვები. ერთდღიანი მარხვებია ოთხშაბათი და პარასკევი. ქრისტიანი მათ იცავს ყოველდღიურად გარდა კალენდარში მითითებული განსაკუთრებული შემთხვევებისა. მარხვაა აგრეთვე ორი დღესასწაული: ჯვართამაღლება (27 სექტემბერი) და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (11 სექტემბერი). მთარგმნელი და გამომცემელი ლუკა ლევიძე.
დაწვრილებით
არქიმანდრიტი რაფაილის ოფიციალური საიტი.

პეტრე-პავლობა.

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
პეტრეპავლობის შესახებ.

პეტრე–პავლობის მარხვა.

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა.
პეტრეპავლობის მარხვის შესახებ.

სულიწმინდის გარდამოსვლა. სულთმოფენობა.

სულთმოფენობის დღესასწაულზე მოიხსენიებენ გარდმოსვლას მოწაფეებზე –– ცეცხლის ენების სახით. სულთმოფენობას ასევე უწოდებენ ერგასეულს (ძველქართულად ერგასი ნიშნავდა ორმოცდაათს) იმიტომ რომ ეს დღე აღდგომიდან 50-ე დღეს დგება. სულიწმინდის მოფენა მოციქულებზე არის „მწვერვალი“ – ახალი, მარადიული აღთქმისა ღმერთისა ადამიანებისათვის. ამ დღეს სულიწმინდა სამყაროს ხილული სახით გამოუჩნდა და ადამიანთა სულების გამომხსნელი მადლით აღივსო. სულიწმინდის გადმოსვლით მოწაფე ერთობაზე, როგორც ქრისტეს ეკლესიის საძირკველზე, შეიქმნა იგი, როგორც სულით განცხოველებული ერთიანი სხეული. ამ დროიდან ქრისტეს ეკლესია იწყებს ზრდას და თავის თავში ადამიანთა სულებს აერთიანებს.
.....ვრცლად.

გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.

–გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
–შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
–როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ - ეს ჩემგან იყო.
–შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
–თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს - ეს ჩემგან იყო. .....ვრცლად.

რისთვის მიმატოვე, ადამიანო?


მე ვარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით;
მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი;
მე ვარ სიცოცხლე, მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ უფალი, მაგრამ თქვენ არ მემორჩილებით;
მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენ კი არ მევედრებით;
.....ვრცლად.


გილოცავთ ამაღლებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.


ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში საყოველთაო შენდობის დღეთ გამოცხადდა.


10 საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინა. 12 საათამდე 10 წუთით ადრე ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის – მეუფე კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში განუწყვეტლივ რეკდნენ ზარები. 12 საათზე მეუფემ შვიდგზის ლოცვათაგან ლოცვა წაიკითხა, სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

მოგაწოდებთ ამ დღის მოვლენათა ამსახველ ფოტომასალას.


სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე.

უფალო, დალოცე ჩემი მტრები.

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).
უფალო, დალოცე ჩემი მტრები. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი. ჩემი მტრები შენი მკლავებისაკენ მეტად მიბიძგებენ, ვიდრე მეგობრები. მეგობრები მიწას მიმაჯაჭვავდნენ, მტრები კი მწყვეტდნენ მიწიდან და მიმსხვრევდნენ ყველა ოცნებას მიწის შესახებ. მათ მაქციეს უცხოელად მიწიერ სამეუფოში და მიწის ურგებ მცხოვრებად. როგორც დევნილი ნადირი პოულობს მეტად საიმედო თავშესაფარს, ვიდრე არადევნილი, ასევე მეც, მტრების მიერ დევნილმა, ვიპოვე ყველაზე საიმედო თავშესაფარი, როდესაც შენს კარავში შემოვეფარე, სადაც ვერც მეგობრები და ვერც მტრები ჩემს სულს ვერ დაღუპავენ. დალოცე ჩემი მტრები, უფალო. მეც ვლოცავ მათ და არ ვწყევლი. მათ ჩემს ნაცვლად აღიარეს ჩემი ცოდვები მთელი სამყაროს წინაშე.
.....ვრცლად.

აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონიდან ქალაქ ბარში

წმიდა ნიკოლოზი მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები დიდხანს ქალაქ მირონის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მასთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
.....ვრცლად.


წმინდა დიდებული, ყოვლად ქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი

გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, სასოებით ელოდა მესიის გამოცხადებას. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და მაღალი სულიერებისთვის ,, ძე ქუხილისა’’ უწოდა. მაცხოვართან დაახლოების შემდეგ იოანეს ზნეობრივი მხარე უფრო მეტად ამაღლდა და სული იესო ქრისტეს თავდადებული, უზენაესი სიყვარულით აევსო.
.....ვრცლად.


წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი.

1166 წელს საქართველოს მეფეს გიორგი III-ს და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთდადერთ მბრძანებლად და პატრონად იქცა თვრამეტი წლის თამარი. ქვეყანამაც ერთგულად და სიყვარულით მიიღო ”მზე მზეთა და ნათელი ნათელთა”. ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით არნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელთმთავართა და მამათა სიმრავლეს უდიდესი მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.
.....ვრცლად.

ქართველთა განმანათლებელი– წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული.

წმიდა იოანე ოქროპირი.
სადიდებელი სიტყვა წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისადმი.

მტკიცეზე უმტკიცესია მოციქულთა ბადენი! საკვირველია ხსოვნა ანდრია მოციქულისა და საოცარია მოგონებაც მისთა ბადეთა, რითაც მან მრავალნი მოინადირა და შესძინა ქრისტეს სარწმუნოებას. რამეთუ მათს სათხეველთ, რომელთაც ეს უკვდავი შესვენებულნი იყენებდნენ ხალხთა მონადირებისათვის, ვერასდროს ვერ დაგლეჯს დავიწყება. დრო-ჟამი ვერ დააძველებს და ვერ დაფლეთს ადამიანთა მონადირების ამ იარაღთ, რომლებიც კაცთა ხელს კი არ შეუქმნია, არამედ - საღმრთო მადლს.
.....ვრცლად.

დიდი მარხვა!


წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა სააღდგომოდ .

რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს.
.....ვრცლად.

ბზობა. დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ბზობა. ბაიაობა.

ახლოვდებოდა ებრაული პასექის დღესასწაული. ამ დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა იერუსალიმში სალოცავად. უფალიც გაემგზავრა ბეთანიიდან იერუსალიმში. როცა იგი მიუახლოვდა ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, პეტრეს და იოანეს უთხრა: ”გაეშურეთ სოფელში, რომელიც თქვენს წინაშეა. იქ დაგხვდებათ დაბმული ვირი და მისი პატარა კვიცი, რომელზედაც ჯერ არავინ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ ჩემთან. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება იგი”. მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ. მოიყვანეს სახედარი, დააფინეს მასზე თავისი ტანსაცმელი და უფალს მიჰგვარეს. სახედარზე ამხედრებული იესო შევიდა იერუსალიმში. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად იერუსალიმიდან. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა მას ფეხქვეშ, როგორც მეფეს, ზოგი - ბზისა და პალმის ხასხასა მწვანე ტოტებს. თან მაღალი ხმით უგალობდნენ მეფის შესაფერის სადიდებელს: ”ოსანა დავითის ჩამომავალს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალს! (”ოსანა” - ქართულად ნიშნავს დიდებას). ბზის ან პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცოცხლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. მეფის ასეთ შეხვედრას უძველესი ტრადიცია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანი მზად უნდა იყოს ღმერთთან სულიერი შეგეგებისათვის. სამოსელის ნაცვლად გული დაუფინოს კვიცზე მჯდომარე მეუფეს, მხურვალე ლოცვა კი ბზის ტოტებით მიართვას მას; მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იგი მიიღეს იერუსალიმში და უგალობოს: ”ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”

ჩვენს ტაძარში 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის ამსახველი ფოტომასალა


შვიდგზის ზეთისცხება ჩვენს ტაძარში.


წმინდა წერილი მარხვის შესახებ


წმინდა მამები მარხვის შესახებ


წმინდა მამები სინანულის შესახებ


წმინდა მამები ლოცვის შესახებ


ღვთისმშობლის დაუჯდომელი


პატრიარქი სინანულის შესახებ.

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან , სადაც სინანულია , იქ ღვთისაგან შენდობაა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ განვიწმინდებით, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ვგრძნობთ , რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმინდას; „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმინდა გვყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა“. როცა აღსარებაზე მიდიხარ, საკუთარი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია მეორე . სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი.


ღვთისმშობლის ხატის ტროპარი
წმიდისა ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღვთისმშობელო,სირთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.


პატრიარქის ლოცვა.

,,ო, ღმერთო ერთო, სამებაო წმიდაო, ერთარსო და განუყოფელო, დიდება და მადლობა შენდა, ღვთივკურთხეულო მამულო ჩვენო საქართველო, უდაბნოსა შინა ყვავილო დაუჭკნობელო, ტაძარო სამებისაო, კლიტეო დავითისაო, მახვილო მესიისაო, ადიდე ღმერთი და იხარე მარად”.




საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესისა , სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქისა, მამისა ჩვენისა
ილია მეორესი.

ქრისტეშობა . 2008/2009 წელი.


ფოტომასალა – ქრისტეშობა 2009 წელს ჩვენს ტაძარში
- შობა. მღვდელი არჩილი(დათეშიძე)-- 9.0 MB გადმოწერა.

– ქ რ ო ნ ი კ ა –

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 2008 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - "უფლის კვართის ორდენი" მიენიჭა .
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო _ "უფლის კვართის ორდენი" მიენიჭა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ჯილდო მანგლისისა და წავკისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ სინოდის სახელით გადასცა. როგორც მეუფემ ბრძანა, "უფლის კვართის ორდენი" პატრიარქს აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისდამი სიყვარულისა და მოკრძალების აღსანიშნავად გადაეცა.
.....ვრცლად.

ვულოცავთ ქუთაის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს მის მაღალყოვლდუსამღვდელოესობას მეუფე კალისტრატეს 70 წლის იუბილეს.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი მისი მაღალყოვლდუსამღვდელოესობა მეუფე კალისტრატე. (შოთა მარგალიტაშვილი) განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ეპარქიის მრევლს და სამღვდელოებას.
მეუფე კალისტრატე თვალსაჩინო მაგალითია ჩვენთვის თავისი სიტყვით, საქმით, ვაჟკაცობით, სიკეთით, სიყვარულით, თავგანწირულობით, საოცარი სიმდაბლით.
ის უკვე 25 წელია ქუთაის–გაენათის ეპარქიაში მოღვაწეობს .
......ვრცლად.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული .

წლის მანძილზე ხუთჯერ აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ანუ ტაძრის დღე.
ღვთისმშობლის ხატის დღეებია:
25 თებერვალი. –
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ( აღდგომის მესამე დღე ).
4 სექტემბერი. –
9 ოქტომბერი. –
26 ოქტომბერი. –
ჩვენი ტაძრის მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს ყველა ამ დღესასწაულს. ლოცვით,აღსარებით, წირვით, ზიარებით. ჩვენს მეუფეს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ,როგორც თვითონ აღნიშნავს ,განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ტაძარი და ყოველთვის აღავლენსს საზეიმო წირვას ჩვენს ტაძარში. მეუფე კალისტრატემ ეხლაც აღავლინა საზეიმო წირვა , დალოცა მრევლი და მღვდელმსახურნი. ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსიმ მრევლის და სამღვდელოების სახელით კიდევ ერთხელ ამბიონიდან მიულოცა მეუფე კალისტრატეს იუბილე და ეპარქიაში ნაყოფიერი მოღვაწეობის ოცდახუთი წლისთავი. საზეიმო წირვა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ და პრესამ.
იხილეთ ამ დღის აღსანიშნავი ფოტომასალა.

ლოცვები

გთავაზობთ ლოცვებს, რომლებიც ამოკრებილია ინტერნეტგვერდებიდან.

მადლობას ვუხდით ავტორებს და უმორჩილესად გთხოვთ არ ჩათვალოთ ეს პლაგიატად.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.


ამ სურათზე აღბეჭდილია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კარიბჭის ანუ პორტაიტისა, ათონის მთაზე , ივერონის მონასტრის იღუმენია და მფარველი. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია იწყება მეცხრე საუკუნიდან. თეოფილე კეისრის მეფობის ჟამს ბიზანტიაში ხატმებრძოლეობის პერიოდი მძვინვარებდა
......ვრცლად.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრის
მღვდელი ალექსი (სინაურიძის) მიმართვა მრევლისადმი.
გვერდი „ჩემი ტაძარი “ ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით მომზადდა.
ამ გვერდის საშუალებით ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ტაძრის ისტორია, აწმყო , მომავლის გეგმები. ტაძრის ღვთისმსახურნი, მათი ოჯახები, სტიხაროსნები, მედავითენი, მგალობელთა გუნდი. მესანთლეები, მრევლი ... ერთი სიტყვით ჩვენი დიდი ოჯახი საერთო სიხარულით პრობლემებით და ტკივილით. ადამიანები , რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ტაძარი. შეაქვთ მოკრძალებით წილი ტაძრის მშენებლობაში და შემკობაში. მომავალში კი ღვთის შეწევნით და კეთალი ადამიანების დახმარებით, უფრო დიდი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აშენებაა დაგეგმილი, რადგან ამ ხუთი წლის განმავლობაში მრევლი გაიზარდა და მადლობა ღმერთს ტაძარი მრევლს ვეღარ იტევს.
ქუთაისში ყოფნისას უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა ახალი ტაძრის მშენებლობის ადგილი და იმედია ღვთის შეწევნით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მეოხებით, პატრიარქისა და მეუფის ლოცვით და მრევლის ლოცვითა და მონდომებით ყველა სიძნელეს დავძლევთ.
„კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდიან მას“ ბრძანებს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენც ამის იმედი გვაქვს .
ღმერთმა დაგლოცოთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით ქუთაისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი
მღვდელი ალექსი (სინაურიძე).

ჩვენთვის ძვირფასია თქვენი აზრი ვებ–გვერდის შესახებ
აქ ჩაწერეთ თქვენი წერილი.



გიხაროდენ ! სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ასლი ჩვენს ტაძარში დაიდებს ბინას.


2008 წლის 17 ივლისი ერთ–ერთი ღირსშესანიშნავი დღეა ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიაში. ამ დღეს თორთლაძეების ოჯახმა ჩვენს ტაძარს წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის მთავარი სიწმინდის, სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის ძველთაძველი ასლი შემოსწირა. როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს ხატი დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში უნდა იყოს გადმოწერილი . ის 40 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა ამ ოჯახში.
გთავაზობთ ვიდეომასალას ამ დღის შესახებ.

ინფორმაცია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის შესახებ. რუსულად

ინფორმაცია სამხელიანი ღვთისმშობლის ხატის შესახებ. ქართულად
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

–წმინდა ათონის მთის ხილანდარის მონასტრის ბერების სტუმრობა გელათში.

საქართველოში ჩამობრძანებული ათონელი ბერების დელეგაცია 2006 წლის ოქტომბერში გელათის მონასტერს ეწვია.,
.....ვრცლად.
==== იხილეთ გვერდი ვრცლად.====






მართლმადიდებელი საზოგადოების საყურადღებოდ.

ქუთაისის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ვებგვედი შეიქმნა ღვთის შეწევნით, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის მამა ალექსის რედაქტირებით.
გთხოვთ მოგვაწოდოთ წინადადებები და რჩევები გვერდის უკეთესი ორგანიზაციისათვის.
ვებ გვერდების ავტორთა და პატრონთა საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ საიტი აქტიურად იყენებს სხვა რესურსების შემოქმედებას მათი საავტორო უფლებების დაცვით. გთხოვთ ნუ ჩაგვითვლით პლაგიატად. თუ მიიჩნევთ ამას თქვენი საავტორო უფლების დარღვევად, მოგვწერეთ. ჩვენ უმორჩლესად მოგიხდით საჯაროდ ბოდიშს და თქვენი ინფორმაცია საიტიდან ამოიშლება.

ფ ო ტ ო გ ა ლ ე რ ე ა
შენდობის დღე ჩვენს ტაძარში 2009 წლის 28 აპრილს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა ჩვენს ტაძარში.2009 წელს 19 აპრილის ფოტომასალა.
დიდი პარასკევი. ხსენება საცხოვნებელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენს ტაძარში 2009 წლის 17 აპრილს. .
შვიდგზის ზეთისცხება ჩვენს ტაძარში.
2009 წელს ჩვენს ტაძარში 12 აპრილს ბზობა – ბაიაობის ამსახველი ფოტომასალა
ფოტომასალა – ქრისტეშობა 2009 წელს ჩვენს ტაძარში



   გვერდი შეიქმნა მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით 2008 წელს